საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ ავსტრიის შსს-ის მეკავშირე ოფიცერ ჰარალდ მიულებნერთან საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან, ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მეკავშირე ოფიცერთან, ჰარალდ მიულებნერთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო პრიორიტეტები.
ასევე იმსჯელეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და აღნიშნეს, რომ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…