პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრს ვუყურებთ - მოსარჩელეს სურს, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად სჩადიოდა, რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არაკონსტიტუციური

ლელოქართული ოცნება

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მიმდინარეობს „აბსურდის თეატრი“, სადაც რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკა დააკანონოს და მილიონ ქართველს არჩევანი არაკონსტიტუციურად გამოუცხადოს.

გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრს ვუყურებთ - მოსარჩელეს სურს, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად სჩადიოდა, რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არაკონსტიტუციური
ინტერპრესნიუსი

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არასწორი და არაკონსტიტუციური - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თმით, საქმეს მტკიცებულებების სახით უდევს არარელევანტური მტკიცებულებები და სწორედ ამის გამო არ დაკმაყოფილდა გუშინ მათი შუამდგომლობა მტკიცებულებებისა და სამხილების გამოკვლევასთან დაკავშირებით.

„როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც ვართ მზად იმისათვის, რომ ჩვენი და მილიონი ქართველის არჩევანის და ხმის უფლება დავიცვათ. მზად ვართ, რომ თავისუფალი ქართველი სახელმწიფო დავიცვათ, თუმცა სამწუხაროდ, ამ შენობაში აბსურდის თეატრს ვუყურებთ. მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არასწორი და არაკონსტიტუციური.

ეს ყველაფერი ეფუძნება გაურკვეველ ბოდვებს წულუკიანის დასკვნიდან და ჩვენთვის გაუგებარ, საიდანღაც მოტანილ, არარელევანტურ, არასათანადო და არაშესაფერის სამხილებსა და მტკიცებულებს, რომლის მოკვლევაც ჩვენ გუშინ მოვითხოვეთ, რაზეც “ქართული ოცნების” რეჟიმს მკაფიო ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან იციან, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება ამ საქმეს არ უდევს. ეს არის პოლიტიკური განცხადებების ერთობლიობა და ისინი ცდილობენ საქმე პოლიტიკური დებატით მოიგონ და არა სამართლებრივი არგუმენტით”, - განაცხადა გეგელიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგრიგოლ გეგელია: ვუყურებთ აბსურდის თეატრს, ვუყურებთ მხარეს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რაც ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ გეგელია – საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში, მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები