ირაკლი ყურაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით
საფრანგეთში საქართველოს ელჩ ირაკლი ყურაშვილის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობითაა შესაძლებელი, რის გამოც ქვეყნის გამოცდილება პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე განსაკუთრებით საინტერესოა. ფორუმზე ემანუელ მაკრონის მიწვევით საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება.

ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე საუბრისას.
„ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ ფრანგული მხარის მიერ მოწვეულია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გადატანილი გვაქვს ომები და მხოლოდ მშვიდობით შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამიტომ, ჩვენი გამოცდილება ამ ფორუმში განსაკუთრებით საინტერესოა და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ართ აქ, ესაა“, - განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა.
„პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები საფრანგეთის დედაქალაქში იმსჯელებენ, თუ როგორ მიიღწევა თანამშრომლობის საფუძველზე ხანგრძლივი მშვიდობა.
ციტატები სტატიიდან
„ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ ფრანგული მხარის მიერ მოწვეულია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გადატანილი გვაქვს ომები და მხოლოდ მშვიდობით შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამიტომ, ჩვენი გამოცდილება ამ ფორუმში განსაკუთრებით საინტერესოა და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ართ აქ, ესაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…