"ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა" - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ესკალატორის დაზიანება შეკეთდა და მგზავრთა მიღება განახლდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა - ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
"მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, დილით დაახლოებით 09:00 საათისთვის მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ამომსვლელი ესკალატორი გაფუჭდა და მგზავრებს, ზედა ვესტიბიულში ასვლა ფეხით უწევდათ. სატრანსპორტო კომპანიამ ესკალატორის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრამდე მეტროსადგური დროებით დახურა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამეტროსადგურმა "თავისუფლების მოედანი" მუშაობა დროებით შეაჩერა - მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
შეფერხება მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ – რა ხდება ადგილზე
მეტროსადგური "თავისუფლება" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დროებით მგზავრებს ვერ იღებს
მეტროსადგურ "თავისუფლებაზე" მგზავრების მომსახურება განახლდა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მუშაობა განახლდა
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა მიღება განახლდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…