ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პსჟ-ის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საფრანგეთში ინტერესთა კონფლიქტის გამო გამოძიება...

საფრანგეთში პსჟ-ის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ ინტერესთა კონფლიქტის საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც მაუწყებლობის უფლებებთან დაკავშირებულ შეხვედრას უკავშირდება. ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი მიუკერძოებლად მოქმედებდა.

პსჟ-ის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საფრანგეთში ინტერესთა კონფლიქტის გამო გამოძიება...
პსჟ-ის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საფრანგეთში ინტერესთა კონფლიქტის გამო გამოძიება...რადიო თავისუფლება

წინასწარი გამოძიება უკავშირდება ფაქტს, რომ ხელაიფი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კლუბის პრეზიდენტიცაა და მედიაჯგუფ „beIN Media Group“-საც მართავს. საქმე ეხება 2024 წლის ივლისში ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლებთან მაუწყებლობის უფლებებზე გამართულ შეხვედრას, — განაცხადა პროკურატურამ სპორტულ გამოცემა „L'Equipe“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებისას.

ნასერ ალ-ხელაიფის ადვოკატმა „AFP“-სთან საუბრისას ხაზგასმით თქვა, რომ მისი კლიენტი „ყოველთვის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად მოქმედებდა“.

ალ-ხელაიფის წინააღმდეგ ბოლო გამოძიება აპრილში დაიწყო კორუფციასთან მებრძოლი ასოციაცია „Anticor“-ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო სამართალწარმოება კორუფციასთან ბრძოლისა და ფინანსურ პოლიციას დაევალა.

საქმესთან დაახლოებულმა წყარომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას ასევე წაუყენეს ბრალი 2025 წლის თებერვალში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თანამონაწილეობისთვის, რაც ერთ-ერთ კომპანიაში აქციონერთა კენჭისყრას ეხებოდა.

ალ-ხელაიფის წინააღმდეგ წარსულში წაყენებული ბრალდებები სავარაუდო კორუფციის შესახებ, რაც 2017 და 2019 წლების მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობაზე კატარის განაცხადებს ეხებოდა, საბოლოოდ გააუქმა საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ 2023 წლის თებერვალში. სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემას არ ჰქონდა მისი სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება.

ნასერ ალ-ხელაიფი არ არის მფლობელი პარი სენ-ჟერმენისა, რომლის წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. კლუბი ეკუთვნის კატარის სპორტული ინფესტიციების უწყებას. ნასერ ალ-ხელაიფი მხოლოდ კლუბის პრეზიდენტია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველთვის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად მოქმედებდა“
ნასერ ალ-ხელაიფი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.