ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: „სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას “მოღალატეები” უწოდო“

აქციებზე დაკავებული აქტივისტის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის განცხადებები გააკრიტიკა, რომელმაც ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებები და აქციის მონაწილეები გააკრიტიკა. ცეცხლაძის შეფასებით, სამარცხვინოა ეროვნული ნაკრების შემადგენლობისთვის „მოღალატეების“ წოდება და ვარაუდობს, რომ გველესიანი შესაძლოა პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდეს.

ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: „სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას “მოღალატეები” უწოდო“
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: „სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას “მოღალატეები” უწოდო“ალია

აქციებზე დაკავებული აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა გიორგი გველესიანის პოლიტიკურ განცხადებებს აკრიტიკებს და „სამარცხვინოს“ უწოდებს. ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ფეხბურთელების პროევროპული განცხადებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო კურსის მხარდაჭერას უკავშირდებოდა და მათი „ღალატად“ შეფასება მიუღებელია.

ის ასევე მიიჩნევს, რომ გველესიანის გზავნილები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივს ემთხვევა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა ყოფილი ფეხბურთელი მომავალში პოლიტიკაში ჩართვას გეგმავდეს.

სამარცხვინო განცხადებაა, ეროვნულ ნაკრებს, თითქმის მთლიან შემადგენლობას რომ უწოდო “მოღალატეები” მაშინ, როცა განცხადება პირდაპირ დაკავშირებული იყო საქართველოს კონსტიტუციის დაცვასთან. ასეთ დროს, როცა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ და კონსტიტუციის დაცვის მიმართულებით გაკეთებულ განცხადებას ღალატში უთვლი, რეალურად, აცდენილია აბსოლუტურად ყველაფერს. ვერ გავიგე რა ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავდა ამაში და ევროპა რატომ არის საფრთხე და ირანი და რუსეთი რატომ არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის? ასეთი სამარცხვინო განცხადება ბევრი გაგვიგია. ირანის გავლენა ეტყობა ამ ადამიანს იმდენად, რამდენადაც იქ თამაშბს ეს პიროვნება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი.

როცა შენი განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა “ოცნების” ნარატივს, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ იმ ოლიტიკური მსოფლმხედველობის და ორიენტაციის ხარ და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, იმ გუნდში პოლიტიკური თვალსაზრისითაც აღმოჩნდე. ვფიქრობ, რომ მაღაც ფორმით ემზადება შემდგომში რომ მოვიდეს პოლიტიკაში, მინიმუმ, პარლამენტარის დონეზე, – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი „მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია. „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გველესიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და, მისი თქმით, ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებების გაკეთებაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“მოღალატეებს” რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს? – ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები