ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მოღალატეებს” რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს? – ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე

ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ, გიორგი გველესიანის ინტერვიუს უპასუხა, რომელმაც ეროვნული ნაკრების წევრების განცხადებები ძალის ზეწოლის შედეგად შეაფასა. კახა ზივზივაძემ გააკრიტიკა გველესიანი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო.

“მოღალატეებს” რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს? – ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე
“მოღალატეებს” რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს? – ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზეალია

ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე, გიორგი გველესიანის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც ყოფილმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები „სხვადასხვა ძალის ზეწოლის შედეგად“ და გაუაზრებელ ქმედებად შეაფასა.

კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სპორტიდან წასული გველესიანის მხრიდან ყოფილ თანაგუნდელებზე გაკეთებული განცხადებები. მისი შეფასებით, გველესიანი იმ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა, რომლებთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემ შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა) რომ თავისი აზრი გამოეხატათ.. მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?

რა გამოდის 26 ფეხბურთელიდან 4 მა ,,გაუძლო,, ძალების დაწნეხვას?

რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?, – წერს კახა ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი „მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია. „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გველესიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და, მისი თქმით, ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებების გაკეთებაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2024 წელს გველესიანი „ქართული ოცნების“ კლიპში მონაწილეობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები