ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დავით ჩიხელიძე: „როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ჩიხელიძის თქმით, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივი ცდომილება არ არის და მისი მსჯელობა ფაქტებზე და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. თავად გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში 2024 წლის მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ იდგა, ფეხბურთელებზე კი წნეხი ხორციელდებოდა, რათა მხარდამჭერი პოსტები დაედოთ.

დავით ჩიხელიძე: „როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში
დავით ჩიხელიძე: „როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამშიPOSTV

„გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს.

ექსპერტის თქმით, პუნქტობრივად რომ გავყვეთ, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივ ცდომილებას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ, ვნახავთ რაციონალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და რაც მთავარია, დიდი დოზით პატრიოტიზმს.

„სრული ჭეშმარიტება არის: სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო.“

გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო.

პუნქტობრივად რომ გავყვეთ, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივ ცდომილებას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ, ვნახავთ რაციონალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და რაც მთავარია, დიდი დოზით პატრიოტიზმს.

სწორედ პატრიოტიზმი და აზროვნების სიღრმეა ის, რაც აკაცუკს არ აქვს და რაც მას აღიზიანებს. სწორედ ამიტომ გახდა გველესიანი სამიზნე, რომ მან რომელიმე მხარის პოზიცია კი არ დააფიქსირა, არამედ ეროვნული პოზიციის პრიზმიდან საუბრობდა…

როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა“, – წერს ჩიხელიძე.

გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში 2024 წლის მოვლენების შესახებ განაცხადა: „საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის – ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“. მან ასევე აღნიშნა: „ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა – „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.