ლევან მახაშვილი: საქართველომ 2022 წელს შეუკვეთა სუვერენიტეტის გაძლიერება, ამის ნაცვლად, ამ ბიუროკრატების ავტორობით, ჩამოგვივიდა სუვერენიტეტშემოძარცვული სახელმწიფოს კონცეფცია
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანას სუვერენიტეტის გაძლიერების ნაცვლად „სუვერენიტეტშემოძარცვული სახელმწიფოს კონცეფცია“ შესთავაზეს, რეკომენდაციების უკან კი ფარული პოლიტიკური დღის წესრიგი დგას.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გადაცემაში "დებატები" ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება.
მახაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურებოდა. მისი თქმით, ამ შეფასებების უკან დგას არა რეალური არგუმენტები, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.
"ძნელია ამ დოკუმენტს სამართლიანი, ობიექტური დოკუმენტი უწოდო და მხოლოდ მე არა, თავად ევროკავშირი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მომზადდა დიალოგისა და თანამშრომლობის სათანადო ჩართულობის გარეშე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის კითხვები, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს დოკუმენტი ობიექტურ დოკუმენტად.
ეს დოკუმენტი უპირველესად იმიტომ არის მიუღებელი, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველომ მიიღო საკუთარი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის უარყოფითად შეფასებული. რეალურად, ანგარიშები, რაც არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეს არის ფუჭი სიტყვები, არაფერი ამის უკან არ დგას. ამის უკან დგას ერთადერთი რამ, ფარული, ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი.
რა არის მთავარი აზრი? - აზრი არის, რომ ეს რეკომენდაციები თუ გავითვალისწინეთ, სინამდვილეში საქართველოს სთხოვენ, საკუთარი ძირითადი უფლებები - იქნება ეს მართლმსაჯულება, კანონშემოქმედება, საგარეო პოლიტიკის წარმოება, ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, ეს ძირითადი ფუნქციები გადავცეთ ბრიუსელს და უცხოეთიდან დაფინანსებულ "ენჯეოებს." როცა საქართველოს შეგვქონდა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, აი, დავდივართ მართლა, იმ "რა შევუკვეთეთ, რა ჩამოვიდა" კომიკურ სიტუაციამდე. საქართველომ 2022 წელს, მარტის დასაწყისში, შეუკვეთა სუვერენიტეტის გაძლიერება, იმიტომ, რომ სწორედ ასე წარმოგვედგინა ჩვენ ევროპული ინტეგრაცია და ამის ნაცვლად, ამ ბიუროკრატების ავტორობით, ჩამოგვივიდა სუვერენიტეტშემოძარცვული სახელმწიფოს კონცეფცია. აი ეს არის, რისი წინაშეც საქართველო დადგა," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ძნელია ამ დოკუმენტს სამართლიანი, ობიექტური დოკუმენტი უწოდო და მხოლოდ მე არა, თავად ევროკავშირი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მომზადდა დიალოგისა და თანამშრომლობის სათანადო ჩართულობის გარეშე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის კითხვები, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს დოკუმენტი ობიექტურ დოკუმენტად. ეს დოკუმენტი უპირველესად იმიტომ არის მიუღებელი, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველომ მიიღო საკუთარი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის უარყოფითად შეფასებული. რეალურად, ანგარიშები, რაც არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეს არის ფუჭი სიტყვები, არაფერი ამის უკან არ დგას. ამის უკან დგას ერთადერთი რამ, ფარული, ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი. რა არის მთავარი აზრი? - აზრი არის, რომ ეს რეკომენდაციები თუ გავითვალისწინეთ, სინამდვილეში საქართველოს სთხოვენ, საკუთარი ძირითადი უფლებები - იქნება ეს მართლმსაჯულება, კანონშემოქმედება, საგარეო პოლიტიკის წარმოება, ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, ეს ძირითადი ფუნქციები გადავცეთ ბრიუსელს და უცხოეთიდან დაფინანსებულ "ენჯეოებს." როცა საქართველოს შეგვქონდა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, აი, დავდივართ მართლა, იმ "რა შევუკვეთეთ, რა ჩამოვიდა" კომიკურ სიტუაციამდე. საქართველომ 2022 წელს, მარტის დასაწყისში, შეუკვეთა სუვერენიტეტის გაძლიერება, იმიტომ, რომ სწორედ ასე წარმოგვედგინა ჩვენ ევროპული ინტეგრაცია და ამის ნაცვლად, ამ ბიუროკრატების ავტორობით, ჩამოგვივიდა სუვერენიტეტშემოძარცვული სახელმწიფოს კონცეფცია. აი ეს არის, რისი წინაშეც საქართველო დადგა,“
„კომიკურ სიტუაციამდე. საქართველომ 2022 წელს, მარტის დასაწყისში, შეუკვეთა სუვერენიტეტის გაძლიერება, იმიტომ, რომ სწორედ ასე წარმოგვედგინა ჩვენ ევროპული ინტეგრაცია და ამის ნაცვლად, ამ ბიუროკრატების ავტორობით, ჩამოგვივიდა სუვერენიტეტშემოძარცვული სახელმწიფოს კონცეფცია. აი ეს არის, რისი წინაშეც საქართველო დადგა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…