პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთან

ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სახელმწიფოს დახურვას და ბრიუსელისთვის გადაბარებას, ხოლო რუსეთთან მიმართებით ქვეყნის პოლიტიკა მოზომილი, ფრთხილი და პრაგმატულია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, გადაცემაში "დებატები" ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

მახაშვილის განცხადებით, 2022 წელს არსებული გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა, ეკონომიკური განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა შეინარჩუნა.

ამასთან, ლევან მახაშვილის თქმით, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპული და პრაგმატული.

"აკადემიურ სფეროში ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ხოლმე, მოწყვეტა რეალური ცხოვრებიდან. თეორიული საუბრები, თეორიულ წიაღსვლებში შესვლა და რეალობას მოწყვეტა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სწორედ ასეთ სიტუაციას ვაკვირდებით. მაგრამ პრაქტიკა არის სხვა და პრაქტიკა არის მწარე რეალობა. ეს მწარე რეალობა არის ის, რომ 2022 წელს საქართველო დადგა იმ გამოწვევების წინაშე, რისი წინაშეც დადგა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც მივიღეთ იმ მომენტისთვის შესაბამისი, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ჰქონდა ხელისუფლებას და ასე, ამ ფორმით ქვეყანას შევუნარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკური განვითარების თუ ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა.

დიახაც, სწორედაც, რომ ჩვენ რომ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი საფრთხეა, სწორედაც რომ არ არის აქ მალტის სიტუაცია თუ ირლანდიის, დიახაც, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, როგორც საფრთხეს; დიახაც, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებით არაერთხელ წარსულში. სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკა მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ რუსეთთან მიმართებით, ამავე დროს პრინციპული და პრაგმატული.

სწორედაც რომ ხალხთან გვაქვს ჩვენ შეხვედრა და სწორედაც რომ ხალხის დაკვეთაა კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა ვიღაცების იდეოლოგიურ ბრძოლებში ჩართვა. ამიტომაც არის საქართველოს პოლიტიკა ის, როგორიც არის, ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესით - ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივის შენარჩუნება.

პარტნიორობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. მე მაინც პოზიტიურად დავრჩები ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს იმისი იმედი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში ამ გაუგებრობების გადალახვას. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით. იქნება საკითხები, რაზეც ალბათ ისევ დარჩება უთანხმოება, მაგრამ არის ძალიან ბევრი თემა, რაზეც შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდის გარშემო," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აკადემიურ სფეროში ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ხოლმე, მოწყვეტა რეალური ცხოვრებიდან. თეორიული საუბრები, თეორიულ წიაღსვლებში შესვლა და რეალობას მოწყვეტა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სწორედ ასეთ სიტუაციას ვაკვირდებით. მაგრამ პრაქტიკა არის სხვა და პრაქტიკა არის მწარე რეალობა. ეს მწარე რეალობა არის ის, რომ 2022 წელს საქართველო დადგა იმ გამოწვევების წინაშე, რისი წინაშეც დადგა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც მივიღეთ იმ მომენტისთვის შესაბამისი, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ჰქონდა ხელისუფლებას და ასე, ამ ფორმით ქვეყანას შევუნარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკური განვითარების თუ ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა. დიახაც, სწორედაც, რომ ჩვენ რომ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი საფრთხეა, სწორედაც რომ არ არის აქ მალტის სიტუაცია თუ ირლანდიის, დიახაც, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, როგორც საფრთხეს; დიახაც, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებით არაერთხელ წარსულში. სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკა მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ რუსეთთან მიმართებით, ამავე დროს პრინციპული და პრაგმატული. სწორედაც რომ ხალხთან გვაქვს ჩვენ შეხვედრა და სწორედაც რომ ხალხის დაკვეთაა კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა ვიღაცების იდეოლოგიურ ბრძოლებში ჩართვა. ამიტომაც არის საქართველოს პოლიტიკა ის, როგორიც არის, ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესით - ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივის შენარჩუნება. პარტნიორობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. მე მაინც პოზიტიურად დავრჩები ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს იმისი იმედი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში ამ გაუგებრობების გადალახვას. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით. იქნება საკითხები, რაზეც ალბათ ისევ დარჩება უთანხმოება, მაგრამ არის ძალიან ბევრი თემა, რაზეც შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდის გარშემო,“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები