„ოცნების“ სამი მანიპულაცია EU-ის გაფართოების ანგარიშზე
სტატია აანალიზებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე — თითქოს დოკუმენტი ცალმხრივია, ევროკავშირი უცხოელი მოსამართლეების დანიშვნას ითხოვს და მოძალადეების გათავისუფლებას მოუწოდებს, რასაც ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული“, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის დოკუმენტს და ევროკომისიას დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს.
თუმცა სანამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ პასუხს ამზადებს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე შეიმუშავა რამდენიმე ძირითადი მანიპულაციური და ტყუილზე დაფუძნებული გზავნილი, რომელზეც მმართველი პარტია და სამთავრობო მედია აპელირებს.
ამ სტატიაში სამ მათგანს შევეხებით.
“ცალმხრივი ანგარიში”
„ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.“, — ერთხმად გვამცნეს სამთავრობო მედიებმა, როგორიცაა „იმედი“, „პოსტტივი“, „ნიუსჰაბი“, ongo.ge და სხვები.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც კარგად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ევროსტრუქტურები, განაცხადა, რომ ანგარიში მომზადებულია ერთი მხარის მიერ — „არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან“.
„ეს არის ცალმხრივად ბრიუსელის ფანჯრებიდან და ოთახებიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში“, — თქვა მახაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კი „ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე“.
სინამდვილეში, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. პროგრესის შეფასების კიდევ ერთ ფორმატად საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატებს ასახელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც „მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას“.
„თეორია, რომ ჩვენ არა გვაქვს კომუნიკაცია და კონტაქტები ხელისუფლებასთან, უბრალოდ არ არის მართალი. გაფართოების ანგარიში არის ძალიან მძიმე სამუშაოს შედეგი, რომელიც გაწია 60-მა კოლეგამ, რომლებიც აქ, ევროკავშირის დელეგაციაში და ასობით კოლეგისა, რომლებიც ბრიუსელიდან მუშაობდნენ და ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გვქონდა კონსულტაციები. თუმცა, გაფართოების ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები საქართველოს ხელისუფლებისგან შემოვიდა. ჩვენ მივიღეთ ორი მასალა: პირველი 27 აპრილს და მეორე 7 სექტემბერს. ორივეჯერ 530 გვერდზე მეტი ძალიან დეტალური ინფორმაცია. ყველა ეს ინფორმაცია შეფასდა და მათ საფუძველზე გაკეთდა ეს ანგარიში“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
გაფართოების ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდს, ნათქვამია, რომ იგი ეფუძნება სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ მასალებს, ევროპული პარლამენტის ანგარიშებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებს.
ანგარიშში ასევე ასახულია სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მომზადებული შედარებითი შეფასებები და ინდექსები, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში.
“მოსამართლეების გარედან დანიშვნა”
„ქართული ოცნების“ თანახმად, ევროკავშირი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითხოვს.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ქვეყნის გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ სამარცხვინოა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რეალურად გაფართოების ანგარიშში საუბარია არა მოსამართლეების დანიშვნაზე უცხოელების მიერ, არამედ ე.წ. ვეტინგზე ანუ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლეების (და არა ყველას) კეთილსინდისიერების შეფასების მექანიზმზე, რაც წლებია, ევროკომისიის რეკომენდაციაა, მათ შორის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაშიც (უკრაინა, მოლდოვა). ანუ ევროკავშირი სასამართლოში დანიშნული მაღალი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების და ფინანსების შემოწმებას ითხოვს და არა იმის უფლებას, რომ ვინმე მისი მითითების შემდეგ დაინიშნოს თანამდებობაზე.
კომისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ მომავალ წელს უნდა დაიწყოს სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, მათ შორის, მოაგვაროს მისი წევრების ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი და დააწესოს შეზღუდვები ხელახლა დანიშვნაზე, კერძოდ, განისაზღვროს წევრთა უფლებამოსილების ფიქსირებული, არაგანახლებადი ვადა; შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას და პროცესში გადამწყვეტი როლი ექნებათ. აღნიშნული შემოწმება უნდა გავრცელდეს როგორც კანდიდატებზე, ისე იმ პირებზე, რომლებიც ამჟამად სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე არიან დანიშნული, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.
სასამართლოს ხელმძღვანელობა, უკვე დანიშნული მოსამართლეები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ისევე როგორც „ქართული ოცნება“, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის დანერგვას ეწინააღმდეგება და ამას შიდა საქმეებში მიუღებელ ჩარევად მიიჩნევს.
თუმცა არიან ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც არ არიან წინააღმდეგი მონაწილეობა მიიღონ ასეთ შემოწმების პროცესში, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ აქტიურად თანამშრომლობდა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან საქართველოს მთავრობისთვის საკონსტიტუციო-სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგთან. თუმცა ჰამერბერგს რაიმე „გადამწყვეტი როლი“ სამართლებრივ რეფორმებში არ ჰქონია.
“მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ?”
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, „გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ყველა პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“.
„ქართული ოცნება“ ამას თარგმნის, როგორც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გათავისუფლების მოთხოვნას და ძალადობის წახალისებას.
„რას მიგვითითებენ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი? გვარებს ვერ გვეუბნებიან, რადგან არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობისა და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად, ეს კი არ უნდათ. სურთ, ზოგადი ფრაზებით ისაუბრონ, თუმცა ასე არ გამოვა. კეთილი ინებონ და წარმოადგინონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მართალია, რომ ანგარიში არ მოიცავს გასათავისუფლებელთა სახელობით სიას.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ დეტალებში ვერ შევა, თუმცა სხვადასხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სიები წარადგინეს და გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მისაღებია, მაგრამ ევროკავშირის სურვილია, ადამიანები, რომლებსაც უსამართლოდ მიესაჯათ არაპროპორციული სასჯელი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.
პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია ორი ადამიანი: დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი. ათობით პატიმარი სასჯელს იხდის ისე, რომ მათ საქმეში მტკიცებულება თავად პოლიციელთა ჩვენებებია.
ელენე ხოშტარია, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ციხეში ზის ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის. ეს ევროკავშირის შეფასებით, არაპროპორციული სასჯელის თვალსაჩინო მაგალითია.
ჟურნალისტები და აქტივისტებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომისა და სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებისთვის, ამასთან შერჩევითად, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „უხამსობისთვის“ არასოდეს დაუჯარიმებიათ.
„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვანდალიზმს არც საქართველოში და არც სხვაგან. საწინააღმდეგო ბრალდებები ცილისწამების კამპანიის ნაწილია და ეს სიტუაცია, რომელშიც ვართ საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებით, ამ ცილისმწამებლური კამპანიის ბრალიცაა. ჩემი მოწოდება ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, მაგრამ ასევე — ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა— ასეთია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის მთავარი დასკვნა საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.
რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში
ციტატები სტატიიდან
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული“
„ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.“
„არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან“
„ეს არის ცალმხრივად ბრიუსელის ფანჯრებიდან და ოთახებიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში“
„ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე“
„მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას“
„თეორია, რომ ჩვენ არა გვაქვს კომუნიკაცია და კონტაქტები ხელისუფლებასთან, უბრალოდ არ არის მართალი. გაფართოების ანგარიში არის ძალიან მძიმე სამუშაოს შედეგი, რომელიც გაწია 60-მა კოლეგამ, რომლებიც აქ, ევროკავშირის დელეგაციაში და ასობით კოლეგისა, რომლებიც ბრიუსელიდან მუშაობდნენ და ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გვქონდა კონსულტაციები. თუმცა, გაფართოების ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები საქართველოს ხელისუფლებისგან შემოვიდა. ჩვენ მივიღეთ ორი მასალა: პირველი 27 აპრილს და მეორე 7 სექტემბერს. ორივეჯერ 530 გვერდზე მეტი ძალიან დეტალური ინფორმაცია. ყველა ეს ინფორმაცია შეფასდა და მათ საფუძველზე გაკეთდა ეს ანგარიში“
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ქვეყნის გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ სამარცხვინოა“
„ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი“
„გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ყველა პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“
„რას მიგვითითებენ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი? გვარებს ვერ გვეუბნებიან, რადგან არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობისა და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად, ეს კი არ უნდათ. სურთ, ზოგადი ფრაზებით ისაუბრონ, თუმცა ასე არ გამოვა. კეთილი ინებონ და წარმოადგინონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ“
„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვანდალიზმს არც საქართველოში და არც სხვაგან. საწინააღმდეგო ბრალდებები ცილისწამების კამპანიის ნაწილია და ეს სიტუაცია, რომელშიც ვართ საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებით, ამ ცილისმწამებლური კამპანიის ბრალიცაა. ჩემი მოწოდება ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, მაგრამ ასევე — ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…