პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ჩინეთთან პარტნიორობა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
რუსთავი 2

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტის შეჯამებას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი მოვლენაა.

სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია.

ასევე, საუბარი შეეხო ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. უმრავლესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

სხდომაზე ასევე, მიმოიხილეს პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საგარეო და საშინაო პოლიტიკურ თემებსაც შეეხნენ. მათ შორის, განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, სხდომაზე ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობო„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
  2. იმედინიუსისამთავრობო„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტის შეჯამებას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი მოვლენაა. სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია. ასევე, საუბარი შეეხო ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. უმრავლესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. სხდომაზე ასევე, მიმოიხილეს პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საგარეო და საშინაო პოლიტიკურ თემებსაც შეეხნენ. მათ შორის, განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სხდომაზე ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები