პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პირველი არხი

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტის შეჯამებას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი მოვლენაა.

„სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია.

ასევე, საუბარი შეეხო ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. უმრავლესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

სხდომაზე ასევე, მიმოიხილეს პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

„სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საგარეო და საშინაო პოლიტიკურ თემებსაც შეეხნენ. მათ შორის, განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, სხდომაზე ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
  2. იმედინიუსისამთავრობო„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია. ასევე, საუბარი შეეხო ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. უმრავლესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. სხდომაზე ასევე, მიმოიხილეს პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები“
„სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საგარეო და საშინაო პოლიტიკურ თემებსაც შეეხნენ. მათ შორის, განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სხდომაზე ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები