„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, პრემიერ-მინისტრის საგარეო ვიზიტები და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პარტიის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს: ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობები და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები.
ჩინეთთან ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერება და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება.
პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები.
მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხები; საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებული საკითხები; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის საბოლოო დამტკიცება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…