ირაკლი კირცხალია – სურვილი გვაქვს ერთი, აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ სარჩელის მოგება საკონსტიტუციო სასამართლოში ქართულ პოლიტიკურ ველს „აგენტურას“ ჩამოაშორებს. 5 პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე პროცესი 10 ნოემბერს გაგრძელდება.

სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე: სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს
სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს - ირაკლი კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე
ირაკლი კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე: „სურვილი გვაქვს ერთი – ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…