პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა

საქართველოს პროკურატურა

„საფარის“ ინფორმაციით, ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა და დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა
TV პირველი

ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალმა მათ 1 წლის წინ მიმართა, რის შემდეგაც დაიწყო შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

ორგანიზაციისვე ცნობით, ხვალ, 10 ნოემბერს გადაწყდება, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.

​ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

​პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

ხვალ, 10 ნოემბერს სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.

​საქმეზე გამოძიება გრძელდება, - წერს ორგანიზაცია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ბათუმელებიოპოზიციურიმასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – მას 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიმასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ბრალი წარედგინა – საფარი
  3. ფორმულაოპოზიციურისაფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საფარი“ - ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები