პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. და თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, გარედან წაქეზებული შეგულიანებაა - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 11-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევს, დანაშაულების არმონანიება კი გარედან წაქეზებული შეგულიანებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებსა და მის მიერ დანაშაულების მონანიების საკითხზე ისაუბრა.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის მხრიდან დანაშაულების არმონანიებას თავისი ახსნა აქვს, ეს არ არის მხოლოდ პირადი დამოკიდებულება, არამედ გარედან წაქეზებული შეგულიანება.

"ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. ასე რომ სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა, გადაწყვიტოს თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არ მოინანიებს თავის დანაშაულებს. და ის, თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის მისი დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება.

როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო; როდესაც გამოდის ევროკომისია და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს, რა თქმა უნდა, იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, სხვა შემთხვევაში, მერე უკვე უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა. ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით იყო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. უნდა მოყვეს მაშინ საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები. უნდა მოგვიყვეს მაშინ, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა. ასევე, ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასთან და მონანიებასთან ერთად.

რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს ამ თავის დანაშაულებზე, ბოლომდე თუ ილაპარაკებს, უნდა საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი, პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა. ასე რომ, შეიძლება, პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს
  2. ალიაოპოზიციური,,სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა“ – შალვა პაპუაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. ასე რომ სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა, გადაწყვიტოს თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არ მოინანიებს თავის დანაშაულებს. და ის, თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის მისი დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო; როდესაც გამოდის ევროკომისია და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს, რა თქმა უნდა, იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, სხვა შემთხვევაში, მერე უკვე უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა. ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით იყო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. უნდა მოყვეს მაშინ საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები. უნდა მოგვიყვეს მაშინ, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა. ასევე, ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასთან და მონანიებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს ამ თავის დანაშაულებზე, ბოლომდე თუ ილაპარაკებს, უნდა საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი, პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა. ასე რომ, შეიძლება, პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის,“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი, ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები