პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს, დანაშაულებს გარედან შეგულიანების გამო არ ინანიებს, ხოლო მათი ბოლომდე აღიარების შემთხვევაში „საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას“.

შალვა პაპუაშვილი – ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს
პირველი არხი

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს თავის 11 წლის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას.

„გადაწყვიტოს, თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არა თავის დანაშაულებს. თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნას აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო, როდესაც ევროკომისია გამოდის და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ, სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა ილაპარაკოს იმაზე, საქართველოში შემოპარვა ვინ დაუორგანიზა. ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს. მაშინ უნდა მოყვეს, რომ საქართველოში, 2021 წელს შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები. ასევე უნდა მოყვეს, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა.

ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასთან და მონანიებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს? – თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. რაც შეეხება მისი მხრიდან ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მგონი, პირიქით, ავუშენეთ. კაცი ციხეში იყო და შვილი შეეძინა. შეიძლება, ამისთვის პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. და თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, გარედან წაქეზებული შეგულიანებაა - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე
  2. ალიაოპოზიციური,,სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა“ – შალვა პაპუაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გადაწყვიტოს, თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არა თავის დანაშაულებს. თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნას აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო, როდესაც ევროკომისია გამოდის და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ, სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა ილაპარაკოს იმაზე, საქართველოში შემოპარვა ვინ დაუორგანიზა. ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს. მაშინ უნდა მოყვეს, რომ საქართველოში, 2021 წელს შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები. ასევე უნდა მოყვეს, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა. ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასთან და მონანიებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს? – თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. რაც შეეხება მისი მხრიდან ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მგონი, პირიქით, ავუშენეთ. კაცი ციხეში იყო და შვილი შეეძინა. შეიძლება, ამისთვის პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. და თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, გარედან წაქეზებული შეგულიანებაა - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები