ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გია აბაშიძე: საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი გველესიანის ინტერვიუს და აცხადებს, რომ მისმა განცხადებებმა კრიტიკა გამოიწვია ოპონენტების მხრიდან, რომლებსაც მისი აზრით, პატრიოტიზმი პირადი სარგებლის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

გია აბაშიძე: საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო
გია აბაშიძე: საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინორუსთავი 2

საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გველესიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ილაპარაკა, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია: ერუდირებული, გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი სვამს კითხვებს ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური არჩევანი უეჭველ დოგმად.

მისივე შეფასებით, გველესიანს შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ეს არის ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი მხოლოდ კარიერული კალკულატორით არ აინტერესებს.

"საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო.

ჰოდა, მანქურთების ვერსიაც მზად არის - "დეპუტატობა უნდა", "ხელისუფლებას დასაქმებას ეხვეწება", "სკამს უმიზნებს"...

სინამდვილეში კი გველესიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ილაპარაკა, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია: ერუდირებული, გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი სვამს კითხვებს ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური არჩევანი უეჭველ დოგმად.

მას შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ეს არის ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი მხოლოდ კარიერული კალკულატორით არ აინტერესებს.

და სწორედ აქ იშლება ნაცსექტის ლოგიკა: მათთვის წარმოუდგენელია, რომ პატრიოტიზმი შეიძლება თანამდებობის გარეშე არსებობდეს, პრინციპულობა - პირადი სარგებლის გარეშე, ხოლო მოაზროვნე კაცი უბრალოდ იმიტომ საუბრობდეს, რომ ქვეყნის მომავალი აინტერესებს.

ნაცგოიმებისგან შექება, ცხადია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკვალიფიკაციის ცალკე, საკმაოდ სპეციფიკური ფორმაა. მაგრამ მათი ეს ყმუილი უკვე ცალკე სანახაობაა - რაც უფრო გაცოფებით ცდილობენ გიორგი გველესიანის დაკნინებას, მით უფრო ტრაგიკომიკურად ამხელენ საკუთარ სიბრიყვეს.

როცა პატრიოტიზმში "ვიგოდას", მოქალაქეობრივ პოზიციაში კარიერულ გათვლას და თავისუფალ აზრში თანამდებობის სურვილს ხედავ, ამით სხვის მოტივებს კი არა, საკუთარ სულიერ და პოლიტიკურ სიღარიბეს ააშკარავებ", - წერს აბაშიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.