პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველომ ყველა ის საკითხი ჩამოშალა, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს - ცქიტიშვილი

ქართული ოცნება

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველომ ყველა ის საკითხი დაარღვია, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მიიღო, რის გამოც ევროკავშირს მანევრირების რესურსი აღარ აქვს.

საქართველომ ყველა ის საკითხი ჩამოშალა, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს - ცქიტიშვილი
TV პირველი

ევროკავშირს აღარ აქვს დიდი მანევრირების რესურსი, საქართველომ ყველა ის საკითხი ჩამოშალა და დაარღვია, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ინგა გრიგოლიას “პოლიტიკურ ამბებში“ განაცადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ხელისუფლება და არალეგიტიმურად მიგვაჩნდეს, ქვეყნის გარეთ მაინც ისინი არიან, საქართველოს წარმომდგენლები და მათი უმოქმებოდა, დანაშაულის გამო, მთლიანად სახელმწიფო ზარალდება.

ევროკავშირს აღარ აქვს დიდი მანევრირების რესურსი, საქართველომ ყველა ის საკითხი ჩამოშალა და დაარღვია, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს. მათ შორის იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასოცირების გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ის კანონმდებლობის პაკეტი, რომელიც 2012, 13, 14 15 წლებში, რომელიც მათ შორის ქართულმა ოცნებამ მიიღო. ეს ყველაფერი უკან არის წასული და ევროკავშირის ლიდერებს, არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიას, ვისაც ყველაზე მეტად აბრალებენ ხოლმე, არამედ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, მინისტრები იქნებიან, დარგობრივი მინისტრები თუ პრემიერები, მათ მანდატი არ აქვთ გააგრძელონ და მისცენ ის პრივილეგია ევროკავშირის მოქალაქეების სახელით საქართველოს, რომელიც ამას აღარ იმსახურებს. ჩვენ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ჩვენი ხელისუფლება და არალეგიტიმურად მიგვაჩნდეს, ქვეყნის გარეთ მაინც ისინი არიან, საქართველოს წარმომდგენლები და მათი უმოქმებოდა, დანაშაულის გამო, მთლიანად სახელმწიფო ზარალდება. ის, რომ ისინი აფუჭებენ სტანდარტებს და მდგომარეობას ამის გამო ვზარალდებით, - ამბობს ცქიტიშვილი.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ევოკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან მისი თქმით, ოცნება კვლავ აგრძელებს “აბსურდულ მდგომარეობას“.

ვერც დიქტატორებად შედგნენ და ვერც ავტოკრატებად, მაგრამ სამართლებრივ დონეზე აგრძელებენ და ქმნიან აბსურდის სპექტაკლებს, - ამბობს ის.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები