პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას თავი რომ არ დაეცვა ევროკავშირის ელჩისგან და ბრიუსელისგან, საქართველო ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა იქნებოდა, რადგან ისინი რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ესკალაციაში შესვლას ითხოვდნენ.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით
იმედინიუსი

ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ თავდასხმას რომ ახორციელებთ, დიალოგისთვის სივრცეს იტოვებთ?“

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, ანუ შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან.

„დღეს იმიტომ ისმენთ ასე, რომ გუშინ თავს დაგვესხა ევროკავშირის ელჩი თავის დოკუმენტიანად და განცხადებებით. ასე, რომ ჩვენ თავს ვიცავთ და ჩვენ ვიცავთ ქართველ ხალხს. ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. იცით რატომ? - იმიტომ, რომ ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს. ანუ, შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. ესკალაციებს რა შეიძლება მოჰყვეს, გადახედეთ თქვენივე ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას და მგონი მიხვდებით. ჰკითხეთ ბატონ ელჩს, ითხოვს თუ არა რომ სანქციები დავუწესოთ. რომ გიპასუხებთ კი, მერე კრიტიკულ კითხვებს თუ დაუსვათ, პასუხისმგებლობას იღებს თუ არა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მას რომ დავუჯეროთ. ამ პასუხების შედეგია, რომ დღეს თქვენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობთ, დღეს თქვენ ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც ეკონომიკური ზრდის მხრივ ლიდერია ევროკავშირის წევრებს შორის, ევროკავშირის კანდიდატ წევრებს შორის და ა.შ.“, - აღნიშნა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისევ თავდასხმას რომ ახორციელებთ, დიალოგისთვის სივრცეს იტოვებთ?“
„დღეს იმიტომ ისმენთ ასე, რომ გუშინ თავს დაგვესხა ევროკავშირის ელჩი თავის დოკუმენტიანად და განცხადებებით. ასე, რომ ჩვენ თავს ვიცავთ და ჩვენ ვიცავთ ქართველ ხალხს. ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. იცით რატომ? - იმიტომ, რომ ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს. ანუ, შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. ესკალაციებს რა შეიძლება მოჰყვეს, გადახედეთ თქვენივე ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას და მგონი მიხვდებით. ჰკითხეთ ბატონ ელჩს, ითხოვს თუ არა რომ სანქციები დავუწესოთ. რომ გიპასუხებთ კი, მერე კრიტიკულ კითხვებს თუ დაუსვათ, პასუხისმგებლობას იღებს თუ არა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მას რომ დავუჯეროთ. ამ პასუხების შედეგია, რომ დღეს თქვენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობთ, დღეს თქვენ ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც ეკონომიკური ზრდის მხრივ ლიდერია ევროკავშირის წევრებს შორის, ევროკავშირის კანდიდატ წევრებს შორის და ა.შ.“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ბატონ ელჩს გუშინ ძალიან კონკრეტულად ჰკითხეს, რომ „ადამიანები არიან დაკავებული და სასჯელს იხდიან „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის, ითხოვთ მათ გათავისუფლებას თუ არა?“ გაექცა ამ პასუხს იმიტომ, რომ მხარს უჭერენ და მფარველობენ მოძალადეებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები