შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს და ევროკავშირის ბიუროკრატიის უმწიფრობას ავლენს, რადგან საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს, ხოლო დაკავშირებადობის მინისტერიალზე დაბალ დონეზე მიიწვიეს.

ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში მედიას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ გაახმოვანა, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის - რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე.
„ეს [გადაწყვეტილებები] რა თქმა უნდა ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და ზოგადად, აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატიის უმწიფრობას. სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ „შუა დერეფანზე“ და საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ, ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა, რასაც სჩადის ბრიუსელი. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს [გადაწყვეტილებები] რა თქმა უნდა ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და ზოგადად, აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატიის უმწიფრობას. სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ „შუა დერეფანზე“ და საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ, ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა, რასაც სჩადის ბრიუსელი. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…