ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა ერთი ადამიანი
ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.