ზვიად შალამბერიძე ჩეხეთში ვიზიტზე: ასეთი პლატფორმები, როდესაც შეგვიძლია პირადად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად და პირადად გავაცნოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია
დეპუტატ ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუციები ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ არასამთავრობოების დასკვნებს, რისთვისაც კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო.

ასეთი პლატფორმები, როდესაც შეგვიძლია პირადად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად და პირადად გავაცნოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია ქვეყნდება, ვამბობთ ერთ რამეს, რომ ნებისმიერი დასკვნა დამყარებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე და იმ რეალობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. არ უნდა იყოს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაგზავნილ დასკვნებზე დაყრდნობით. ასეთი პლატფორმები, როდესაც შეგვიძლია პირადად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, სწორედ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად და პირადად გავაცნოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაზვიად შალამბერიძე – გარკვეული პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე გაიმართოს
მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე - ზვიად შალამბერიძე
ზვიად შალამბერიძე – ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობა იყო, დაისვა კითხვებიც, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
ციტატები სტატიიდან
„ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია ქვეყნდება, ვამბობთ ერთ რამეს, რომ ნებისმიერი დასკვნა დამყარებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე და იმ რეალობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. არ უნდა იყოს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაგზავნილ დასკვნებზე დაყრდნობით. ასეთი პლატფორმები, როდესაც შეგვიძლია პირადად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, სწორედ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად და პირადად გავაცნოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…