ზვიად შალამბერიძე – გარკვეული პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე გაიმართოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის, რათა კოლეგებს ქვეყანაში არსებული რეალობა გააცნონ და ევრობიუროკრატიის მიერ ნაჩვენებ სურათთან განსხვავება დაანახონ.

გარკვეული პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე გაიმართოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია, რომ პარტნიორ ქვეყნებს და კოლეგებს ესაუბრონ პოლიტიკურ თუ ეკონომიკური საკითხებზე, ყოველთვის პოზიტიურ შედეგს იძლევა.
„ვფიქრობ, რომ პრაღაში მიმდინარე შეხვედრები პოზიტიური იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იყო. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ქვეყნდება, ერთ რამეს ვამბობთ – ნებისმიერი ასეთი დასკვნა უნდა იყოს დამყარებული მხოლოდ ფაქტებსა და იმ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია. დოკუმენტები არ უნდა მზადდებოდეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაგზავნილ დასკვნებზე დაყრდნობით. როდესაც შეგვიძლია, ჩვენს კოლეგებს პირადად ვესაუბროთ, ასეთი პლატფორმები სწორედ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მათ ის მდგომარეობა გავაცნოთ, რაც ქვეყანაშია. ჩეხეთი იქნება თუ ევროკავშირის სხვა ქვეყანა, შევცდებით, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა და ყველას ვუთხრათ ის რეალური სათქმელი, რაც ფაქტებზე დაყრდნობითაა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, კოლეგებს ვაჩვენოთ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, რეალობა რა არის და ვაჩვენოთ სწორედ ის განსხვავება, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია რას აჩვენებს და რა არის რეალური სურათი საქართველოში“, – განაცხადა შალამბერიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაზვიად შალამბერიძე ჩეხეთში ვიზიტზე: ასეთი პლატფორმები, როდესაც შეგვიძლია პირადად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად და პირადად გავაცნოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია
მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე - ზვიად შალამბერიძე
ზვიად შალამბერიძე – ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობა იყო, დაისვა კითხვებიც, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, რომ პრაღაში მიმდინარე შეხვედრები პოზიტიური იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იყო. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ქვეყნდება, ერთ რამეს ვამბობთ – ნებისმიერი ასეთი დასკვნა უნდა იყოს დამყარებული მხოლოდ ფაქტებსა და იმ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია. დოკუმენტები არ უნდა მზადდებოდეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაგზავნილ დასკვნებზე დაყრდნობით. როდესაც შეგვიძლია, ჩვენს კოლეგებს პირადად ვესაუბროთ, ასეთი პლატფორმები სწორედ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მათ ის მდგომარეობა გავაცნოთ, რაც ქვეყანაშია. ჩეხეთი იქნება თუ ევროკავშირის სხვა ქვეყანა, შევცდებით, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა და ყველას ვუთხრათ ის რეალური სათქმელი, რაც ფაქტებზე დაყრდნობითაა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, კოლეგებს ვაჩვენოთ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, რეალობა რა არის და ვაჩვენოთ სწორედ ის განსხვავება, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია რას აჩვენებს და რა არის რეალური სურათი საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…