ირმა ზავრადაშვილი ჩეხეთში ვიზიტზე: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან - ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან დიალოგია და ჩეხეთში ვიზიტისგან პოზიტიურ შედეგებს ელიან.

ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და არამარტო ევროკავშირის ქვეყნებთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილმა, რომელიც ჩეხეთში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, შეხვედრებზე ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
„დღევანდელი შეხვედრის პირობებში, ვილაპარაკებთ ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე - რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებაში, როგორ ვაპირებთ ჩვენს განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში.
ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელი შეხვედრის პირობებში, ვილაპარაკებთ ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე - რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებაში, როგორ ვაპირებთ ჩვენს განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში. ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს გამოიღებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…