მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე - ზვიად შალამბერიძე
შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დაიწყო, სადაც დეპუტატ ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა ნებისმიერ დონეზე ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა. ქართული დელეგაცია პრაღაში სწორედ ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავება სხვადასხვა სფეროში. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მისასალმებელია ჩეხეთის მხარის მზაობა, რომ გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე.
"გარკვეული პაუზის შემდეგ, მისასალმებელია ჩეხეთის მხარის მზაობა, რომ გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე და ისევე, როგორც სხვა დროს, ჩვენ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ პირადად იმ საკითხებზე, რომელიც არის პოლიტიკურად მიმდინარე საკითხები ჩვენს ქვეყანაში თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ყოველთვის ძალიან პოზიტიურ შედეგს გვაძლევს და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი შეხვედრებიც იმავენაირად იქნება ძალიან პოზიტიური, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის ისე, როგორც იყო სხვა შემთხვევებში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაზვიად შალამბერიძე – გარკვეული პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე გაიმართოს
ზვიად შალამბერიძე ჩეხეთში ვიზიტზე: ასეთი პლატფორმები, როდესაც შეგვიძლია პირადად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად და პირადად გავაცნოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია
ზვიად შალამბერიძე – ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობა იყო, დაისვა კითხვებიც, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
ციტატები სტატიიდან
„გარკვეული პაუზის შემდეგ, მისასალმებელია ჩეხეთის მხარის მზაობა, რომ გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე და ისევე, როგორც სხვა დროს, ჩვენ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ პირადად იმ საკითხებზე, რომელიც არის პოლიტიკურად მიმდინარე საკითხები ჩვენს ქვეყანაში თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ყოველთვის ძალიან პოზიტიურ შედეგს გვაძლევს და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი შეხვედრებიც იმავენაირად იქნება ძალიან პოზიტიური, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის ისე, როგორც იყო სხვა შემთხვევებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…