პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირმა ზავრადაშვილი – ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩეხეთში გაემგზავრა. დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის, რაც ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს.

ირმა ზავრადაშვილი – ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის
პირველი არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის.

„ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგის წარმოება ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩეხეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ძალიან მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. შეხვედრისას ვისაუბრებთ როგორც ჩვენს საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე. კერძოდ, რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებით, როგორ ვგეგმავთ ქვეყნის განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში.

ამ თვალსაზრისით პოზიტიურ შედეგებს ველოდებით და ეჭვი არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს მოიტანს. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის. საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს. შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგის გამართვისთვის“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგი დადებით შედეგს გამოიღებს - ირმა ზავრადაშვილი შალვა პაპუაშვილის პრაღაში ვიზიტზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგის წარმოება ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩეხეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ძალიან მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. შეხვედრისას ვისაუბრებთ როგორც ჩვენს საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე. კერძოდ, რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებით, როგორ ვგეგმავთ ქვეყნის განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში. ამ თვალსაზრისით პოზიტიურ შედეგებს ველოდებით და ეჭვი არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს მოიტანს. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის. საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს. შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგის გამართვისთვის“
ირმა ზავრადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ჩეხი კოლეგის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები