ამსტერდამში, საპროტესტო აქციაში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ამსტერდამში 200 000-ზე მეტმა დემონსტრანტმა მთავრობისგან ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა და სანქციების დაწესება მოითხოვა, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა.
მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ამსტერდამში. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტები ნიდერლანდების მთავრობისგან ისრაელის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას, სავაჭრო სანქციების დაწესებასა და იარაღის მიწოდების სრულ შეწყვეტას ითხოვენ.
პროტესტის დროს მოხდა დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის - პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…