პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის კრიზისი და უწყვეტი პროტესტი ევროპაში - რას ითხოვენ დემონსტრანტები სხვადასხვა ქვეყნებში დემონსტრანტები

საფრანგეთში მეექვსე კვირაა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, პროფკავშირები კი ემანუელ მაკრონის ხელისუფლებას უპრეცედენტო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. პარალელურად, ანტისამთავრობო აქციებია ნიდერლანდებშიც, სადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვს.

საფრანგეთის კრიზისი და უწყვეტი პროტესტი ევროპაში - რას ითხოვენ დემონსტრანტები სხვადასხვა ქვეყნებში დემონსტრანტები
რუსთავი 2

ვანდალიზმი, ძარცვა, შეტაკებები, ჩხრეკა, აკრძალული დემონსტრაციები და დაკავებები - უკვე მეექვსე კვირაა, საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა ბრალდებით, საპატიმროში ათასობით მომიტინგე აღმოჩნდა, ასობით ადამიანმა სხეულის სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე დაზიანება მიიღო. მოსწავლეები, სტუდენტები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები მთავრობისგან სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და მასშტაბურ გაფიცვებს აანონსებენ.

ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირების წარმომადგენლები საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად მატინიონის რეზიდენციაში დღესაც მივიდნენ. მედიასთან საუბრისას მათ მთავრობა უპრეცედენტო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის მიწურულს, 1945 წლის შემდეგ პირველად, ქვეყნის ისტორიაში დასაქმებულთა ანაზღაურება შემცირდა.

პრემიერ-მინისტრმა ბრალდებებს ბრიფინგზე უპასუხა. აღიარა, რომ მინიმალური ხელფასის 100-ევროიანი ზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მიზეზად კი იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებით გამოწვეული ინფლაცია დაასახელა. მთავრობის მეთაურმა, ასევე, ისაუბრა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე ომებსა და იმ გარემოებებზე, რომლებმაც ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი შექმნა.

პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს. ლორან ნუნესი აცხადებს, რომ რადიკალური და ულტრამემარცხენე მოძრაობები დაუმორჩილებლობისა და ამბოხებისკენ მოწოდებებს ავრცელებენ. საპასუხოდ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი სპეციალური საშუალებების გამოყენებასა და ქუჩებში ათიათასობით სამართალდამცველის გამოყვანას აანონსებს.

ქუჩებში მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობასა და ულტრამემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი კანდიდატი. "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

საფრანგეთის მსგავსად, სოციალური მოთხოვნებით ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს ევროპის არაერთ სახელმწიფოში. ამჯერად ქუჩებში ნიდერლანდების მოქალაქეები გამოვიდნენ. გავრცელებული ცნობით, ამსტერდამში მიმდინარე აქციებში მონაწილეობა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. დემონსტრანტები მთავრობისგან ისრაელის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას, სავაჭრო სანქციების დაწესებასა და იარაღის მიწოდების სრულ შეწყვეტას ითხოვენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: “ემანუელ მაკრონს პარიზის გარეუბანში საიდუმლო თავშესაფარი აქვს მომზადებული, სადაც იგი მასობრივი არეულობისა და ელიზეს სასახლეზე შესაძლო იერიშის შემთხვევაში გაიხიზნება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები