პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს - ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობალელოფედერალისტები

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს განაახლებს, რაზეც დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სარჩელი სრულად დასაბუთებულია და მოპასუხე მხარე პასუხების გაცემას თავს არიდებს.

მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს - ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.

საკითხს აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს.

"სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. გასაგებია, რომ მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს.

ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. გასაგებია, რომ მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს. ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას, რასაც ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები