ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენეს

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული დრონებითა და რაკეტა „ფლამინგოთი“ იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის სერგეი საბიანინის განცხადებით, ჩამოგდებულია 1 600-ზე მეტი უპილოტო აპარატი. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა და დაზიანდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენეს
ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენესბათუმელები

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების მასირებული იერიში განხორციელდა.

მოსკოვის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, 19 სექტემბრის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან 450 მოსკოვის სიახლოვეს.

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

იერიშის სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აქ დააზიანეს რამდენიმე საწარმოო დანადგარი. The Insider-ის გამოთვლით, მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე ეს ქარხანაზე სულ მცირე მეოთხე თავდასხმაა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დრონების გარდა დღევანდელი თავდასხმისთვის გამოყენებული იყო რაკეტები – „ფლამინგოც“.

თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი გადაიდო. თუმცა, მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მესამე დღეს „ჩვეულ რეჟიმში“ მიმდინარეობს.

დღეს, 20 სექტემბერს, რუსეთში ერთიანი ხმის მიცემის ბოლო დღეა – რუსეთი ირჩევს სახელმწიფო სათათბიროს (Госдума) IX მოწვევას: ირჩევენ 450 დეპუტატს, მათგან 225-ს პარტიული სიებით, ხოლო ამდენივეს ერთმანდატიანი ოლქებიდან.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ყველაზე მასშტაბური“ შეტევა მოსკოვზე - სობიანინი 1600 ჩამოგდებულ დრონზე აცხადებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები