პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Financial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ, იუწყება Financial Times-ი. კანონმდებლები ასევე გეგმავენ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.

Financial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ
იმედინიუსი

აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, კანონმდებლები საბიუჯეტო ხარჯებსა და ზედამხედველობაზე თავიანთი უფლებამოსილების გამოყენებას გეგმავენ, რათა გაძლიერდეს კიევის მხარდაჭერა და დაწესდეს დამატებითი სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ.

უკრაინის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ იანვარში კონგრესის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებენ. „ენერგეტიკული დახმარება ამ პერიოდში ჩვენი პრიორიტეტების სიის სათავეშია“, - განუცხადა FT-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დემოკრატმა წევრმა.

კანონმდებლები შეეცდებიან, დახმარების პაკეტი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტში (NDAA) ასახონ, რომელიც მიმდინარე კონგრესის უფლებამოსილების ამოწურვამდე უნდა დამტკიცდეს. ორგანიზაცია Razom for Ukraine-ის უფროსი მრჩევლის, მელინდა ჰარინგის განცხადებით, მოსალოდნელია ცვლილებები სანქციების, სადაზვერვო მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ასევე Starlink-ისა და Starfield-ის მიმართულებით.

ამასთან, დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ლინდსი გრემის სახელობის სანქციების კანონში ცვლილებების შეტანა იქნება. აღნიშნული კანონი რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. გასულ თვეს დონალდ ტრამპმა ამ დებულებებიდან მასშტაბური გამონაკლისი დაუშვა, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინთან მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდემოკრატები აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ენერგეტიკული დახმარება ამ პერიოდში ჩვენი პრიორიტეტების სიის სათავეშია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რესპუბლიკელების მარცხი აშშ-ში კონგრესსა და სენატში შუალედურ არჩევნები - ნიშნავს თუ არა ეს ტრამპის პოლიტიკური გავლენის დასასრულის დასაწყისს. მიმოხილვა „იმედის კვირაში“ ლეო სიხარულიძესთან ერთადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები