პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობატელეიმედი

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შექმნილი სისტემა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა და სწორედ ამიტომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად.

კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა
პირველი არხი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შექმნილი რეჟიმი, უცხო ძალების დახმარებით, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ემსახურებოდა.

„სააკაშვილი თავისი სისტემით, რომელიც მან შექმნა გარე ძალების დახმარებით, ყველაფერს აკეთებდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. შემთხვევით არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, რათა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ხელმძღვანელი და ფაქტობრივად დამფუძნებელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

„ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამაზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ ქმედებებით, რასაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა ქვეყანაში, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული. შორს წავალთ, რომ დავიწყოთ კონკრეტული საქმეების ჩამოთვლა, რა მაქვს მხედველობაში. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა პროცესები იყო, როგორ, ვისი ინტერესებით იმართებოდა ქვეყანა, რა დავალებებს იღებდნენ და ა.შ.“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში სწორად ვმოქმედებდით“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა
  3. POSTVსამთავრობოკახა კალაძე: „მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამაზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ ქმედებებით, რასაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა ქვეყანაში, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული. შორს წავალთ, რომ დავიწყოთ კონკრეტული საქმეების ჩამოთვლა, რა მაქვს მხედველობაში. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა პროცესები იყო, როგორ, ვისი ინტერესებით იმართებოდა ქვეყანა, რა დავალებებს იღებდნენ და ა.შ.“
„2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში სწორად ვმოქმედებდით“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა აქვთ ჩადენილი, თუმცა კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები