პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უდანაშაულობის მტკიცება და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები - რას ამბობს მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე

ქართული ოცნებატელეიმედინაციონალური მოძრაობა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს კანონი არ დარღვეულა და მისი ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა, რასაც „ქართულ ოცნებაში“ ძალადობის უარყოფით პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად აფასებენ და ყოფილ პრეზიდენტს მძიმე წარსულს ახსენებენ.

დანაშაულის აღიარების ნაცვლად, უდანაშაულობის მტკიცება არაერთ საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, "ქართული ოცნებისთვის", მის რეალურ სახეზე მეტყველებს. 2007 წლის 7 ნოემბრიდან 19 წლის შემდეგ, პატიმარი ექსპრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა.

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, კანონდარღვევების, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისა და თავისუფალ მედიაზე შეტევის უარყოფით, სააკაშვილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და თავის მართლებას ცდილობს, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მისი მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი წარსული საზოგადოებას ყველაზე კარგად ახსოვს.

2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ხელკეტებით და ტყვიებით დაარბიეს. შედეგად, არაერთი დემონსტრანტი დაშავდა. იმავე დღეს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედის" შენობაში შეიჭრა, დააზიანეს ინვენტარი და გაუსწორდნენ ტელევიზიის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად, მსჯავრდებული სააკაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ 19 წლის წინ არცერთი კანონი არ დარღვეულა. ამასთან ერთად, სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ 2008 წელს ქვეყანა გადაარჩინა.

სისხლის სამართლის 6 ბრალიდან, მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთი სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერზე აქვს წარდგენილი. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. პროცესები ამ დრომდე მოწმეთა გამოკითხვით გრძელდება. სააკაშვილი უკვე დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის 4 საქმეში, თუმცა მათი ლიდერის ბრალეულობას მაინც ვერ ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობაში."

ძალადობა, ბიზნესის რეკეტი, დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი გზით დარბევა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა - მმართველი გუნდის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი ყველა დანაშაულის ავანგარდში სწორედ მიხეილ სააკაშვილი იდგა. ის, რომ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის დროს, ძალადობას სისტემური და სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ეს, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. დანაშაულების ქრონოლოგია კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 600-გვერდიან დასკვნაშია ასახული, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს დაერთო. "ქართულ ოცნებას" მოსამართლეთა პლენუმის ობიექტურობის იმედი აქვს.

არაერთ საქმეში ბრალდებულმა და ქართული თუ საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი განცხადება, რომლითაც საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აკაკი ალადაშვილი სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერზე გაკეთებულ განცხადებაზე: კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეზიზღება ქართველი ხალხიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები