პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

საქართველოს პარლამენტიტელეიმედი

დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2007 წლის 7 ნოემბერზე „უტიფრობა და ტყუილით გაჯერებული ნარატივი“ უწოდა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი პასუხისმგებლობას გაურბის.

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადამიანების დაკავებაზე.

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ როგორც 2007 წელს, ასევე, 2008 წელს, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ანგარიში პირდაპირ მოწმობს, რომ მაშინ სააკაშვილის მთავრობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ქვეყანაში შეზღუდა თავისუფალი სიტყვა და მედიის რეკეტი განახორციელა.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე, მმართველ გუნდში უკვე კეთდება შეფასებები. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის ტყუილით გაჯერებული განცხადებები კი, პირველი არაა.

"სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას. კარგად გვახსოვს სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა, სპეციალური სამსახურების მეშვეობით, ძალადობით, ცემით როგორ პრაქტიკულად აიღო ხელში "იმედის" ტელევიზიის შენობა, დახურა მაუწყებლობა. იმ დროს მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის, როგორ შეეცადა საზოგადოებაში თავისუფალი აზრის გავრცელების საბოლოოდ ჩახშობას და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ ედგა ბადრი პატარკაციშვილის შექმნილი "იმედის" ტელევიზია. ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა ჩვენს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ტირანიას, ხელს უშლიდა მას საკუთარი ინტერესის განხორციელებაში. ამიტომაც, ძალადობის სრული დემონსტრირებით არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ მთელი 2012 წლამდე არსებულ პერიოდამდე მოახდინა პრაქტიკული ოკუპაცია ამ ტელევიზიის," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: ძალადობის სრული დემონსტრირებით, არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ 2012 წლამდე მოახდინა „იმედის“ ფაქტობრივი ოკუპაცია - ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბოლო ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონდა ტირანიას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-შიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები