პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა

ხალხის ძალანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი 2007 წლის 7 ნოემბერზე აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად გამოადგება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება. საუბარია, განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილის სიტყვები აღიარებითი ჩვენებაა.

"როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა და ამ განცხადებაშიც აღიარებს იმას, რომ დიახ, ის რეჟიმია, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობა," ის რეჟიმია, რომელიც ხურავს ტელევიზიებს, რომელიც პროვოკაციულად წამოეგება ომს, დაკარგავს ტერიტორიებს, ადამიანის უფლებებს შელახავს, მათ შორის სხვადასხვა აქციებზე დაარბევს ადამიანებს აბსოლუტურად უკანონოს.

ეს ჩვენება მაგალითად, მათ შორის გამოადგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა," როგორც ე.წ. პოლიტიკური პარტია აიკრძალოს. თუ 2007-ში და 2008 რუსეთისგან იხსნა საქართველო სააკაშვილმა, 2009-ში და 2010-ში რატომ ეხუტებოდა რუს ტურისტებს და რატომ ხვდებოდა ღვინით ჭიქით ხელში და ინვესტიციები ჩადეთ, რაც შეიძლება ბევრი საქართველოშიო, ამას რატომ ამბობდა მაშინ? - რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ფარსი, ამ ადამიანის გაშიფვრა უკვე თავისივე მომხრეებმაც კი მოახდინეს და, შესაბამისად, მის განცხადებებს უკვე გარდა აღიარებითი მიჩვენე ჩვენებებისა, არავითარი მნიშვნელობა აღარ გააჩნია," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადამიანების დაკავებაზე - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კვლავ მიიჩნევს, რომ როგორც 2007 წელს, ასევე 2008 წელს, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ანგარიში პირდაპირ მოწმობს, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ქვეყანაში შეზღუდა თავისუფალი სიტყვა და მედიის რეკეტი განახორციელა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: თუ რუსეთს იშველიებს, რომ 2007 წელს პროვოკაცია რუსეთიდან იყო, 2008 წელს რატომღა წამოეგო პროვოკაციას და 2008 წლის დეკემბრიდან შემდეგ რატომ ჩაეხუტა რუსეთს?!
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა და ამ განცხადებაშიც აღიარებს იმას, რომ დიახ, ის რეჟიმია, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობა," ის რეჟიმია, რომელიც ხურავს ტელევიზიებს, რომელიც პროვოკაციულად წამოეგება ომს, დაკარგავს ტერიტორიებს, ადამიანის უფლებებს შელახავს, მათ შორის სხვადასხვა აქციებზე დაარბევს ადამიანებს აბსოლუტურად უკანონოს. ეს ჩვენება მაგალითად, მათ შორის გამოადგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა," როგორც ე.წ. პოლიტიკური პარტია აიკრძალოს. თუ 2007-ში და 2008 რუსეთისგან იხსნა საქართველო სააკაშვილმა, 2009-ში და 2010-ში რატომ ეხუტებოდა რუს ტურისტებს და რატომ ხვდებოდა ღვინით ჭიქით ხელში და ინვესტიციები ჩადეთ, რაც შეიძლება ბევრი საქართველოშიო, ამას რატომ ამბობდა მაშინ? - რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ფარსი, ამ ადამიანის გაშიფვრა უკვე თავისივე მომხრეებმაც კი მოახდინეს და, შესაბამისად, მის განცხადებებს უკვე გარდა აღიარებითი მიჩვენე ჩვენებებისა, არავითარი მნიშვნელობა აღარ გააჩნია,“
გურამ მაჭარაშვილი
„როგორც ე.წ. პოლიტიკური პარტია აიკრძალოს. თუ 2007-ში და 2008 რუსეთისგან იხსნა საქართველო სააკაშვილმა, 2009-ში და 2010-ში რატომ ეხუტებოდა რუს ტურისტებს და რატომ ხვდებოდა ღვინით ჭიქით ხელში და ინვესტიციები ჩადეთ, რაც შეიძლება ბევრი საქართველოშიო, ამას რატომ ამბობდა მაშინ? - რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ფარსი, ამ ადამიანის გაშიფვრა უკვე თავისივე მომხრეებმაც კი მოახდინეს და, შესაბამისად, მის განცხადებებს უკვე გარდა აღიარებითი მიჩვენე ჩვენებებისა, არავითარი მნიშვნელობა აღარ გააჩნია,“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილის განცხადებიდან იკითხება, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ზუსტად ისე მოიქცევიან და ზუსტად ისე გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც ადრე იქცეოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები