მაგდა ანიკაშვილი: 7 ნოემბერი - თარიღი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. დღე, რომელმაც საქართველო შეცვალა. დილა რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევით დაიწყო. საღამოს თავისუფალი სიტყვის დასადუმებლად აქ, ზუსტად ამ ადგილზე რეჟიმის სადამსჯელო რაზმი „იმედის“ ჭიშკარს მოადგა
ტელეწამყვან მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების სადამსჯელო რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ თავისუფალი სიტყვის დასადუმებლად შეიჭრა, თუმცა რეპრესიებით „ნაცმოძრაობამ“ ხალხის პროტესტი ვერ გატეხა.

მაშინდელი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ ისტორიას დაასრულებდა, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ამავე გადაცემის წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, შვიდმა ნოემბერმა საქართველო შეცვალა.
„7 ნოემბერი - თარიღი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. დღე, რომელმაც საქართველო შეცვალა. დილა რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევით დაიწყო. საღამოს თავისუფალი სიტყვის დასადუმებლად აქ, ზუსტად ამ ადგილზე რეჟიმის სადამსჯელო რაზმი „იმედის“ ჭიშკარს მოადგა.
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, 7 ნოემბერი ყოველთვის დარჩება ძალადობის და სისასტიკის სიმბოლოდ. იმ წვიმიან დილას ადამიანები ქუჩაში უსამართლობის განცდამ გამოიყვანა. რუსთაველზე იდგა ხალხი, რომელიც ციხეებში პატიმრების წამებას, ბიზნესის წართმევას, ქუჩაში ახალგაზრდების დახოცვას, უკანონო მოსმენებს, თვალთვალს და შანტაჟს აპროტესტებდა. ვისაც ოჯახის წევრი დაუჭირეს, ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, ჩარეცხვით ემუქრებოდნენ, ათავისუფლებდნენ ასევე პოლიტიკური ნიშნით ან უბრალოდ განსხვავებული აზრის გამო. რუსთაველზე გავიდნენ ისინი, ვინც უსახსრობის გამო წამალს ვერ ყიდულობდა, იძულებული იყო სახლი გაეყიდა, რათა მკურნალობის ხარჯი დაეფარა და ქუჩაში, პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩებოდა. ადამიანების ტკივილს ხელისუფლებამ უპასუხა ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, მათი ალყაში მოქცევით და სამაგალითო სასჯელით. რატომ დაარბიეს ასე სასტიკად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია? ამ კითხვაზე პასუხი მაშინაც ცხადი იყო და დღესაც ნათელია, ხალხი ისე უნდა დაესაჯათ, ისეთი შიში უნდა დაეთესათ, რომ ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოთქმა ვეღარავის გაებედა. ამ რეპრესიებით „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ხალხის პროტესტი მაინც ვერ გატეხა.
იმ მძიმე წლებში დაჩაგრული ადამიანების სათქმელს „იმედი“ ამბობდა. ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც არბევდნენ, ქონებას ართმევდნენ, უდანაშაულოდ აპატიმრებდნენ ან აწამებდნენ. სიმართლის თქმის გამო ტელეიმედი ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით „ნაცმოძრაობამ“ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. დაიწყო ზეწოლა კომპანიებზე, სადაც აქტივებს ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა. მთაწმინდის პარკშიც კი შევარდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები. თუმცა მთავარი ტელეკომპანიის განადგურება, ანუ ხალხისთვის იმედის წართმევა იყო. შეიარაღებული ნიღბიანები აქ ტელევიზიის შენობაში შემოიჭრნენ, ადამიანები იატაკზე დაყარეს, ჟურნალისტებს იარაღით ემუქრებოდნენ, აპარატურა დალეწეს და სიგნალი გათიშეს. მაშინდელი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ ისტორიას დაასრულებდა, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. შვიდმა ნოემბერმა საქართველო შეცვალა“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„7 ნოემბერი - თარიღი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. დღე, რომელმაც საქართველო შეცვალა. დილა რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევით დაიწყო. საღამოს თავისუფალი სიტყვის დასადუმებლად აქ, ზუსტად ამ ადგილზე რეჟიმის სადამსჯელო რაზმი „იმედის“ ჭიშკარს მოადგა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, 7 ნოემბერი ყოველთვის დარჩება ძალადობის და სისასტიკის სიმბოლოდ. იმ წვიმიან დილას ადამიანები ქუჩაში უსამართლობის განცდამ გამოიყვანა. რუსთაველზე იდგა ხალხი, რომელიც ციხეებში პატიმრების წამებას, ბიზნესის წართმევას, ქუჩაში ახალგაზრდების დახოცვას, უკანონო მოსმენებს, თვალთვალს და შანტაჟს აპროტესტებდა. ვისაც ოჯახის წევრი დაუჭირეს, ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, ჩარეცხვით ემუქრებოდნენ, ათავისუფლებდნენ ასევე პოლიტიკური ნიშნით ან უბრალოდ განსხვავებული აზრის გამო. რუსთაველზე გავიდნენ ისინი, ვინც უსახსრობის გამო წამალს ვერ ყიდულობდა, იძულებული იყო სახლი გაეყიდა, რათა მკურნალობის ხარჯი დაეფარა და ქუჩაში, პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩებოდა. ადამიანების ტკივილს ხელისუფლებამ უპასუხა ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, მათი ალყაში მოქცევით და სამაგალითო სასჯელით. რატომ დაარბიეს ასე სასტიკად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია? ამ კითხვაზე პასუხი მაშინაც ცხადი იყო და დღესაც ნათელია, ხალხი ისე უნდა დაესაჯათ, ისეთი შიში უნდა დაეთესათ, რომ ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოთქმა ვეღარავის გაებედა. ამ რეპრესიებით „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ხალხის პროტესტი მაინც ვერ გატეხა. იმ მძიმე წლებში დაჩაგრული ადამიანების სათქმელს „იმედი“ ამბობდა. ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც არბევდნენ, ქონებას ართმევდნენ, უდანაშაულოდ აპატიმრებდნენ ან აწამებდნენ. სიმართლის თქმის გამო ტელეიმედი ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით „ნაცმოძრაობამ“ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. დაიწყო ზეწოლა კომპანიებზე, სადაც აქტივებს ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა. მთაწმინდის პარკშიც კი შევარდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები. თუმცა მთავარი ტელეკომპანიის განადგურება, ანუ ხალხისთვის იმედის წართმევა იყო. შეიარაღებული ნიღბიანები აქ ტელევიზიის შენობაში შემოიჭრნენ, ადამიანები იატაკზე დაყარეს, ჟურნალისტებს იარაღით ემუქრებოდნენ, აპარატურა დალეწეს და სიგნალი გათიშეს. მაშინდელი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ ისტორიას დაასრულებდა, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. შვიდმა ნოემბერმა საქართველო შეცვალა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…