პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა "იმედში" – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა

ტელეიმედი

7 ნოემბრის აქციების დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმიდან 19 წელი გავიდა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა "იმედში" – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა
რუსთავი 2

7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. 2007 წელს, ზუსტად ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, აქაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა.

აქციის დარბევის და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი: ეს იყო სისხლიანი რეჟიმის ხელწერა: 7 ნოემბრით დაიწყო, მერე იყო "იმედში" შეჭრა და ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები