გურამ მაჭარაშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე: ხელისუფლების წყაროდ ამ ხალხს მიაჩნია, არა ხალხი საქართველოში, არამედ უცხოელები - თავიანთი პატრონები
საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას განაგრძობს. დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლების წყაროდ ხალხის ნაცვლად საკუთარი უცხოელი „პატრონები“ მიაჩნია და პროცესზე უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ითხოვდა.

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს.
მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის," "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით მოწმობს პარტიების არაკონსტიტუციურობას. "ქართული ოცნების" განცხადებით, ეს პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ ისინი არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის აღნიშნულმა წარმომადგენლებმა მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზეც კი სცადეს შუამდგომლობის დაყენება, რომ უცხოელებისთვის ეკითხათ რჩევა ან უცხოელი მოსამართლეები ჩამოეყვანათ.
"უნდა არსებობდეს, თუ არ უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აღიარებითი და დამტკიცებული, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებით მტკიცებულებები აქვს, რომ ჩადიოდა დანაშაულს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც ვნებდა საკუთარ ქვეყანას, ანუ პირდაპირ ამბობენ დღესაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და მისი ფილიალები, რომ ისინი ეკითხებიან ჭკუას უცხოელებს.
ახლაც იგივე ხომ გააკეთეს ამ პროცესზე, თქვეს, რომ მოდი შუამდგომლობა დავაყენოთ, რომ უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო, ან ჩვენ მოგვეცით დრო, რომ დაველაპარაკოთ ჩვენ უცხოელებსო, ან საერთოდ ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებიო. ხელისუფლების წყარო ამ ხალხს მიაჩნია, არა ხალხი საქართველოში, არამედ უცხოელები, მათი პატრონები," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„უნდა არსებობდეს, თუ არ უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აღიარებითი და დამტკიცებული, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებით მტკიცებულებები აქვს, რომ ჩადიოდა დანაშაულს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც ვნებდა საკუთარ ქვეყანას, ანუ პირდაპირ ამბობენ დღესაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და მისი ფილიალები, რომ ისინი ეკითხებიან ჭკუას უცხოელებს. ახლაც იგივე ხომ გააკეთეს ამ პროცესზე, თქვეს, რომ მოდი შუამდგომლობა დავაყენოთ, რომ უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო, ან ჩვენ მოგვეცით დრო, რომ დაველაპარაკოთ ჩვენ უცხოელებსო, ან საერთოდ ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებიო. ხელისუფლების წყარო ამ ხალხს მიაჩნია, არა ხალხი საქართველოში, არამედ უცხოელები, მათი პატრონები,“
„წარმომადგენლები და მისი ფილიალები, რომ ისინი ეკითხებიან ჭკუას უცხოელებს. ახლაც იგივე ხომ გააკეთეს ამ პროცესზე, თქვეს, რომ მოდი შუამდგომლობა დავაყენოთ, რომ უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო, ან ჩვენ მოგვეცით დრო, რომ დაველაპარაკოთ ჩვენ უცხოელებსო, ან საერთოდ ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებიო. ხელისუფლების წყარო ამ ხალხს მიაჩნია, არა ხალხი საქართველოში, არამედ უცხოელები, მათი პატრონები,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…