პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის, Hema Freshippo-ს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის კომპანია Hema Freshippo-ს დირექტორს შეხვდა, სადაც ქართული ღვინის, წყლებისა და საკვები პროდუქტების ჩინურ სავაჭრო ქსელში რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილეს.

ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის, Hema Freshippo-ს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს შეხვდა
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანია Hema Freshippo - ს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს ჯერი ივეის შეხვდა.

Hema Freshippo - ი ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი სასურსათო საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელიც ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინგაყიდვებს აერთიანებს.

შეხვედრაზე განიხილეს ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილის, ხილის წვენებისა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების კომპანიის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის შესაძლებლობები.

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრა ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენის CIIE 2026 - ის ფარგლებში გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის Hema Freshippo-ს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის მიწოდების საკითხებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები