ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩისწინა ვარჯიში გამართა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიასთან შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება: ტრავმების გამო გუნდს 4 წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა.

ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუბენ გარაბაიას ხელმძღვანელობით, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩისწინა ვარჯიში „თბილისი არენაზე“ გამართა.
ჩვენი გუნდი ავსტრიასთან მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება — ტრავმების გამო ნაკრებს 4 წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. პირველი ტურის შემდეგ მე-2 ჯგუფში სიტუაცია ასეთია: ნორვეგიასთან 40:23 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. ცხრილს 2-2 ქულით ნორვეგია და ავსტრია ლიდერობენ, ხოლო თურქეთი და საქართველო მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. ჯგუფიდან პირველი ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა ევროპის პირველობაზე, ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნება საუკეთესო მესამე ადგილოსანსაც.
ავსტრიის ნაკრებთან დაპირისპირება 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…