ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განაცხადა, რომ რუსეთი მტერი არ არის და მასთან დიალოგი უნდა დაიწყოს. მისივე მტკიცებით, ქართველმა ერმა მადლობა უნდა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასავით არ განადგურდა.

საქართველოში ძებნილმა, რუსეთის ჯაშუშობისთვის აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, "ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდის დამფუძნებელმა" ოთარ ფარცხალაძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რომანოვის გვარიც მიიღო, პრორუს ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.
ფარცხალაძე ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ ბოროტი ზრახვები არ აქვს და ქვეყნებს შორის დიალოგის დაწყებაა საჭირო.
ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე.
ფარცხალაძის თქმით, რუსეთის პარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურთ.
ფარცხალაძემ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ილაპარაკა და მას პატრიოტი უწოდა.
"რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი, რუსეთი მტერი არაა. რა თქმა უნდა, რთული იქნება. 9 წელი, რაც იყო, იმათი თარეში. რამაც მიგვიყვანა აქამდე. იქიდან უცებ ავიღოთ და "აბა დაგვიბრუნეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩქარა" და ვსიო, მოვტრიალდეთ, ეს აღარ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და ურთულესი გზა ელოდება საქართველოს...
ახლა ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი, აქეთ ვარ მე და... ბატონ ბიძინაზე ვიტყვი ერთს - პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის.
თუნდაც ის, რომ საქართველო დღეს მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა, რა დღეშიც უკრაინაა, მაგ დღეში რომ არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს.
გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამე აქვს გაკეთებული, ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ", - თქვა ფარცხალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაფარცხალაძემ პირველ ვრცელ ინტერვიუში ივანიშვილზე ისაუბრა
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე - არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს - პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ამისთვის ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს
რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე
ციტატები სტატიიდან
„რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი, რუსეთი მტერი არაა. რა თქმა უნდა, რთული იქნება. 9 წელი, რაც იყო, იმათი თარეში. რამაც მიგვიყვანა აქამდე. იქიდან უცებ ავიღოთ და "აბა დაგვიბრუნეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩქარა" და ვსიო, მოვტრიალდეთ, ეს აღარ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და ურთულესი გზა ელოდება საქართველოს... ახლა ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი, აქეთ ვარ მე და... ბატონ ბიძინაზე ვიტყვი ერთს - პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ საქართველო დღეს მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა, რა დღეშიც უკრაინაა, მაგ დღეში რომ არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამე აქვს გაკეთებული, ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“
„და ვსიო, მოვტრიალდეთ, ეს აღარ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და ურთულესი გზა ელოდება საქართველოს... ახლა ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი, აქეთ ვარ მე და... ბატონ ბიძინაზე ვიტყვი ერთს - პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ საქართველო დღეს მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა, რა დღეშიც უკრაინაა, მაგ დღეში რომ არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამე აქვს გაკეთებული, ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…