პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფარცხალაძემ პირველ ვრცელ ინტერვიუში ივანიშვილზე ისაუბრა

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენპროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა აღარ აქვს, თუმცა მას პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ იმ დღეში რომ არ ვართ, როგორც უკრაინა, ქართველმა ერმა მადლობა ივანიშვილს უნდა უთხრას.

ფარცხალაძემ პირველ ვრცელ ინტერვიუში ივანიშვილზე ისაუბრა
TV პირველი

საქართველოს მიერ ძებნილმა და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძე-რომანოვმა მოსკოვში ვრცელი ინტერვიუ მისცა პრორუსული მედიაპლატფორმის, „საქართველოს ტალღის“ წარმომადგენელს, ვალერი კვარაცხელიას.

6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფარცხალაძემ რუსეთში საქმიანობაზე, სანქციებზე, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებსა და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

ივანიშვილთან ამჟამინდელი ურთიერთობის შესახებ მან განაცხადა:

„ახლა, ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი. აქეთ ვარ მე და“.

ამასთან, ყოფილმა გენპროკურორმა ივანიშვილი დადებითად შეაფასა:

„ბატონ ბიძინაზე ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, იმ დღეში რომ არ ვართ, როგორც უკრაინა, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს.გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამეა გაკეთებული… ძალიან რთულ პერიოდში მოჰყვა ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, - თქვა ინტერვიუში ფარცხალაძემ.

საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით კი ფარცხალაძემ განაცხადა:

„მე არ მებრძვის კონკრეტულად ქართველი ვინმე ერთი ადამიანი. ისევ ისე, ის 9 წელი ვინც მოგვიტანა, ვინც მოიყვანა ეს ხალხი, და ვინც ქართველებს ტვინს ურეკაცს, ვინც დამასანქცირება. მათი ინტერესია, რაც მეტი პრობლემა შემექმნას, რათა გავჩუმდე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე - არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს - პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ამისთვის ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე
  3. ფორმულაოპოზიციურიფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა, ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი. აქეთ ვარ მე და“
„მე არ მებრძვის კონკრეტულად ქართველი ვინმე ერთი ადამიანი. ისევ ისე, ის 9 წელი ვინც მოგვიტანა, ვინც მოიყვანა ეს ხალხი, და ვინც ქართველებს ტვინს ურეკაცს, ვინც დამასანქცირება. მათი ინტერესია, რაც მეტი პრობლემა შემექმნას, რათა გავჩუმდე“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - ლევან ჯანგველაძეს ვიცნობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა - ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია - ასევე, არანაირი შეხება არ მაქვს ე.წ. ქოლ-ცენტრებთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები