პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - დამაზიანებელი ის გზა, რასაც საქართველო ადგას - ყველა, ვისაც არ ეზარება საქართველოს უფროსი გახდა - საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსეთთან ერთადაა შესაძლებელი. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართული მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ დააფუძნა.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - დამაზიანებელი ის გზა, რასაც საქართველო ადგას - ყველა, ვისაც არ ეზარება საქართველოს უფროსი გახდა - საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად
ინტერპრესნიუსი

დამაზიანებელი ის გზა, რასაც საქართველო ადგას - ყველა, ვისაც არ ეზარება საქართველოს უფროსი გახდა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალურ გამოშვებაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს მხოლოდ შესაძლებელია რუსეთთან ერთად და საქართველო რუსეთთან უნდა დალაგდეს“.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის აზრით, „რუსეთს ძალიან კარგი ზრახვები აქვს საქართველოს მიმართ“.

„ხომ მაქვს უფლება გადაწყვეტილება მივიღო, რომელი ქვეყანა მომწონს. მე მიყვარს ეს ქვეყანა [რუსეთი], აქ ვცხოვრობ. დამაზიანებელი, რა გზასაც საქართველო ადგას, ის არის. 35 წელია, გადავხედოთ, რა მოგვიტანა დასავლეთმა და გადავხედოთ წარსულს - საქართველო რუსეთის პერიოდში. სახელმწიფო შედგა, ხალხი ბედნიერი და მდიდარი იყო, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, დამოუკიდებელი გახდა რუსეთისგან და დამოკიდებული გახდა ყველაზე. ვისაც არ ეზარება ყველა საქართველოს უფროსი გახდა“,- განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

მისივე თქმით, „საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად“.

ფარცხალაძის აზრით, „რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი“.

„5%, ვინც მდიდარია და ასწავლის შვილებს საზღვარგარეთ, იმათთვის არის კარგი ცხოვრება, მაგრამ უბრალო ხალხმა რა ქნას? დალაგდი რუსეთთან შე მამაცხონებულო, სამუშაო ადგილებიც იქნება, ყველაფერი, ქართველს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება რუსეთში, რა თქმა უნდა, წესიერად თუ მოიქცევიან“,- განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

მან რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფის „გეორგიევსკის” ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბატალიონის მდგომარეობა კარგია და „ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს“.

„რუსეთის მხარეს ბევრი ქართველი იბრძვის, აქედან გამომდინარე დავაფუძნეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა გუნდმა „გეორგიევსკი“. ბევრი მირეკავს, ბევრი მოვიდა, სხვადასხვა ბატალიონიდან, ზოგი უკვე ნაბრძოლი იყო, მეუბნებიან, რადგან დაფუძნდა ქართული ბატალიონი, თქვენთან ვიქნები. ყველამ გაიგოს - აქეთაც იბრძვიან ქართველები. [ბატალიონის მდგომარეობა] კარგ დონეზეა. ამის იქით, სამხედრო საიდუმლოებაა და რაოდენობაზე საუბარი არ შეიძლება. ყველაფერი კარგადაა, ისეა, როგორც უნდა მიდიოდეს“,- განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

რაც შეეხება გვარს - რომანოვს, მისი განცხადებით, თავად არ აურჩევია და ეს გვარი წინაპრისაა.

„გვარის არჩევაზე გეტყვით - არაფერი ამირჩევია.

ჩემი წინაპარი იყო კნიაზი რომანოვი, საველი ზახარიჩ რომანოვი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში“. ის იყო რუსი „კნიაზი“, თავადი. დოკუმენტურად ყველაფერი აღვადგინე, რაც მოვიძიე და შემეძლო.

ვიღაცებს რომ ჰკითხოთ, ფსბ-მ საჩუქრად მისცაო. გვარის ჩუქება პირველად გავიგე“,- განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - დამაზიანებელია ის გზა, რასაც საქართველო ადგას - ყველა, ვისაც არ ეზარება საქართველოს უფროსი გახდა - საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხომ მაქვს უფლება გადაწყვეტილება მივიღო, რომელი ქვეყანა მომწონს. მე მიყვარს ეს ქვეყანა [რუსეთი], აქ ვცხოვრობ. დამაზიანებელი, რა გზასაც საქართველო ადგას, ის არის. 35 წელია, გადავხედოთ, რა მოგვიტანა დასავლეთმა და გადავხედოთ წარსულს - საქართველო რუსეთის პერიოდში. სახელმწიფო შედგა, ხალხი ბედნიერი და მდიდარი იყო, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, დამოუკიდებელი გახდა რუსეთისგან და დამოკიდებული გახდა ყველაზე. ვისაც არ ეზარება ყველა საქართველოს უფროსი გახდა“
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
„5%, ვინც მდიდარია და ასწავლის შვილებს საზღვარგარეთ, იმათთვის არის კარგი ცხოვრება, მაგრამ უბრალო ხალხმა რა ქნას? დალაგდი რუსეთთან შე მამაცხონებულო, სამუშაო ადგილებიც იქნება, ყველაფერი, ქართველს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება რუსეთში, რა თქმა უნდა, წესიერად თუ მოიქცევიან“
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
„რუსეთის მხარეს ბევრი ქართველი იბრძვის, აქედან გამომდინარე დავაფუძნეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა გუნდმა „გეორგიევსკი“. ბევრი მირეკავს, ბევრი მოვიდა, სხვადასხვა ბატალიონიდან, ზოგი უკვე ნაბრძოლი იყო, მეუბნებიან, რადგან დაფუძნდა ქართული ბატალიონი, თქვენთან ვიქნები. ყველამ გაიგოს - აქეთაც იბრძვიან ქართველები. [ბატალიონის მდგომარეობა] კარგ დონეზეა. ამის იქით, სამხედრო საიდუმლოებაა და რაოდენობაზე საუბარი არ შეიძლება. ყველაფერი კარგადაა, ისეა, როგორც უნდა მიდიოდეს“
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - ლევან ჯანგველაძეს ვიცნობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა - ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია - ასევე, არანაირი შეხება არ მაქვს ე.წ. ქოლ-ცენტრებთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები