პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთადაა და რუსეთი მტერი არ არის. მისი თქმით, ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის მადლიერი უნდა იყოს, რადგან მან საქართველო უკრაინის მსგავსად „მონაგავებისგან“ იხსნა.

რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე
ნეტგაზეთი

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთში მცხოვრები ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ რომანოვიც გახდა, აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს. იგი თვლის, რომ ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის მადლიერი უნდა იყოს, რადგან მან საქართველო უკრაინის მსგავსად „მონაგავებისგან“ იხსნა.

საქართველოში ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობისა და ქოლცენტრების საქმეებში ბრალდებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ვალერი კვარაცხელიას მისცა ინტერვიუ, რომელიც „საქართველოს ტალღაზე“ გავიდა.

ფარცხალაძე ამბობს, რომ მას მოსწონს და უყვარს რუსეთი და გაუგებარია მისთვის, რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან.

„ევროპამ, დასავლეთმა, რა მოგვიტანა — გადავხედოთ ბოლო 35 წელს. და გადავხედოთ წარსულს, საქართველოს რუსეთის პერიოდში — სახელმწიფო შედგა, ხალხი ცხოვრობდა, ბედნიერი იყო, მდიდარი იყო. რაც დაინგრა, დაიშალა და დამოუკიდებელი გახდა საქართველო, დამოუკიდებელი გახდა რუსეთისგან და დამოკიდებული გახდა ყველაზე. ვისაც არ ეზარება, საქართველოს უფროსია.

საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად. დასავლეთის სპეცსამსახურებს ტვინის გამორეცხვის გარდა არანაირი სიკეთე არ მოუტანიათ საქართველოსთვის. ქართველს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება რუსეთში. რა თქმა უნდა, წესიერად თუ მოიქცევიან.

რუსეთს ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. რუსეთს ამოძრავებს ძალიან კარგი ზრახვები. შევარდნაძის შემდეგ, ისეთი მდგომარეობა იყო, ევროპამ გამოუცხადა, თქვენ იქნებით რუსეთის მტრებიო. ასეთი როლი მოგვანიჭეს. დაწერეს თეატრი, მაგათ უყვართ ეგ.

თაობა გაიზარდა — მტერია რუსეთი. ოღონდ რუსეთი რა არის, არ იციან. რუსეთი მტერი არაა. რუსეთი არის ერთადერთი საქართველოს მოკავშირე, თუ გადადგამენ საღ ნაბიჯებს, რომ რუსეთთან დალაგდნენ, რომ ისევ აღვიდგინოთ ეს ძველი კარგი ცხოვრება, დიდება საქართველოსი, როგორც ადრე იყო“, — აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთის ხელისუფლებაში ბევრი მეგობარი ჰყავს, მათ უნდათ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც უნდათ ეს.

„საქართველოსთან დიპლომატიის აღდგენა [რუსეთში] ყველას უნდა და დარწმუნებული ვარ, ქართველებსაც უნდათ და მოვა ეგ დრო, ამას ვერ გავექცევით. რუსეთს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. აფხაზეთიც… საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, გეგმის ნაწილი იყო. 2008 წელიც იმიტომ გააკეთეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა გაგვეწყვიტა რუსეთთან.“

ფარცხალაძე შეეხო ბიძინა ივანიშვილთან მის ურთიერთობას და დამოკიდებულებასაც.

„აღარ მაქვს არანაირი ურთიერთობა [ბიძინა ივანიშვილთან]. ერთს ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ საქართველო მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა და მაგ დღეში არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.“

ფარცხალაძის თქმით, მას დიდი ბაბუა ჰყავდა „კნიაზი რომანოვი“ და ეს გვარიც ამის გამო აიღო რუსეთში. რაც შეეხება საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს, ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობასა და ქოლცენტრებს, ამბობს, რომ არანაირ დანაშაულთან არ აქვს შეხება და ჯანგველაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე - არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს - პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ამისთვის ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთან დიპლომატიის აღდგენა [რუსეთში] ყველას უნდა და დარწმუნებული ვარ, ქართველებსაც უნდათ და მოვა ეგ დრო, ამას ვერ გავექცევით. რუსეთს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. აფხაზეთიც… საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, გეგმის ნაწილი იყო. 2008 წელიც იმიტომ გააკეთეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა გაგვეწყვიტა რუსეთთან.“
„აღარ მაქვს არანაირი ურთიერთობა [ბიძინა ივანიშვილთან]. ერთს ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ საქართველო მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა და მაგ დღეში არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.“
„ევროპამ, დასავლეთმა, რა მოგვიტანა — გადავხედოთ ბოლო 35 წელს. და გადავხედოთ წარსულს, საქართველოს რუსეთის პერიოდში — სახელმწიფო შედგა, ხალხი ცხოვრობდა, ბედნიერი იყო, მდიდარი იყო. რაც დაინგრა, დაიშალა და დამოუკიდებელი გახდა საქართველო, დამოუკიდებელი გახდა რუსეთისგან და დამოკიდებული გახდა ყველაზე. ვისაც არ ეზარება, საქართველოს უფროსია. საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად. დასავლეთის სპეცსამსახურებს ტვინის გამორეცხვის გარდა არანაირი სიკეთე არ მოუტანიათ საქართველოსთვის. ქართველს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება რუსეთში. რა თქმა უნდა, წესიერად თუ მოიქცევიან. რუსეთს ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. რუსეთს ამოძრავებს ძალიან კარგი ზრახვები. შევარდნაძის შემდეგ, ისეთი მდგომარეობა იყო, ევროპამ გამოუცხადა, თქვენ იქნებით რუსეთის მტრებიო. ასეთი როლი მოგვანიჭეს. დაწერეს თეატრი, მაგათ უყვართ ეგ. თაობა გაიზარდა — მტერია რუსეთი. ოღონდ რუსეთი რა არის, არ იციან. რუსეთი მტერი არაა. რუსეთი არის ერთადერთი საქართველოს მოკავშირე, თუ გადადგამენ საღ ნაბიჯებს, რომ რუსეთთან დალაგდნენ, რომ ისევ აღვიდგინოთ ეს ძველი კარგი ცხოვრება, დიდება საქართველოსი, როგორც ადრე იყო“
ოთარ ფარცხალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები