ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სამუშაოები დაიწყო
ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე 300-მდე ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე 160-მილიმეტრიანი ჭაბურღილი მოეწყობა.

ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სამუშაოები დაიწყო. ბათუმის მერიამ, შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაციით, პრობლემის მოგვარების გეგმა შეიმუშავა.
პირველ ეტაპზე, 160-მილიმეტრიანი ჭაბურღილი მოეწყობა, რომლის ამოქმედების შემდეგ წყლის რესურსის მოცულობას შეაფასებენ. თუ არსებული რესურსი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, დამატებითი ჭაბურღილიც მოეწყობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…