ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერვე დღე წყლის გარეშე ბათუმში – „ფაქტობრივად ვიხრჩობით“

ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები უკვე მერვე დღეა უწყლოდ არიან და აცხადებენ, რომ მერის, გიორგი ცინცაძის დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ მოგვარებულა. მათი თქმით, წყალი ჭოროხზე ინერტული მასალების მოპოვების დაწყების გამო დაიკარგა.

მერვე დღე წყლის გარეშე ბათუმში – „ფაქტობრივად ვიხრჩობით“
მერვე დღე წყლის გარეშე ბათუმში – „ფაქტობრივად ვიხრჩობით“ბათუმელები

„მე-8 დღეა და წყალი ისევ არ გვაქვს. ფაქტობრივად, ვიხრჩობით. სასმელ წყალს ბოთლებით ვეზიდებით, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი? ოჯახში ბოთლით მოტანილი წყალი არ გვეყოფა.

ხანდაზმული, ნაოპერაციევი ქალია მეზობლად და ეზოდან უწევს ბოთლებით წყლის ზიდვა, ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? ხან მაღაზიიდან ამოგვაქვს, ხან სოფლიდან ვინც მოდის, იქიდან ეზიდება და ვართ ასეთ გაწამაწიაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ტაოს ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეების საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ტაოს ქუჩაზე იმყოფებოდა და როგორც მერიამ თავად გაავრცელა ინფორმაცია, უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეებს წყლის მიწოდებას დაჰპირდა.

თუმცა, მოქალაქეების თქმით, უკვე 8 დღეა ისევ წყლის გარეშე უწევთ ყოფნა.

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები მერიას სთხოვდნენ, სანამ სისტემა გაიმართება, მანამ მერიამ ცისტერნებით მოამარაგოს მოსახლეობა, თუმცა ასე არ მოხდა. მოქალაქეები დასალევ წყალს ყიდულობენ, საჭმლის მოსამზადებელი და გასარეცხი წყალი კი ისევ არ მიეწოდებათ.

„ტრაქტორები მოიყვანეს და დაიწყეს მუშაობა, მაგრამ რას თხრიან და საიდან მოჰყავთ წყალი, არ ვიცით.

როგორც გვითხრეს, რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე მოიყვანენ წყალს და შემდეგ იქიდან, ჩვენი ხარჯებით უნდა მივიყვანოთ სახლებამდე წყალი.

წინა დღეებში უფრო აქტიურად მუშაობდნენ, ახლა ცოტა შეანელეს მუშაობა. იმედი გვაქვს კიდევ დიდხანს არ მოგვიწევს უწყლოდ ყოფნა და ისე მოიყვანენ წყალს, რომ მოსახლეობა დააკმაყოფილონ“, – გვეუბნება ტაოს ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

მისი თქმით, მდინარე ჭოროხზე, საიდანაც მოსახლეობა აქამდე წყალს მოიპოვებდა [აქ მოსახლეობას ჭაბურღილები ჰქონდა მოწყობილი და ასე ქაცავდა წყალს. ამბობენ, რომ ახლა აჭარისწყალიდან ინერტული მასალების უსასრულოდ მოპოვების გამო წყალი დაიკარგა], დღემდე არ შეწყვეტილა ინერტული მასალების მოპოვება.

მოქალაქეების თქმით, სასმელი წყალიც სწორედ მას შემდეგ დაიკარგა, რაც ჭოროხზე ინერტული მასალების მოპოვება დაიწყეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე-8 დღეა და წყალი ისევ არ გვაქვს. ფაქტობრივად, ვიხრჩობით. სასმელ წყალს ბოთლებით ვეზიდებით, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი? ოჯახში ბოთლით მოტანილი წყალი არ გვეყოფა. ხანდაზმული, ნაოპერაციევი ქალია მეზობლად და ეზოდან უწევს ბოთლებით წყლის ზიდვა, ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? ხან მაღაზიიდან ამოგვაქვს, ხან სოფლიდან ვინც მოდის, იქიდან ეზიდება და ვართ ასეთ გაწამაწიაში“
„ტრაქტორები მოიყვანეს და დაიწყეს მუშაობა, მაგრამ რას თხრიან და საიდან მოჰყავთ წყალი, არ ვიცით. როგორც გვითხრეს, რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე მოიყვანენ წყალს და შემდეგ იქიდან, ჩვენი ხარჯებით უნდა მივიყვანოთ სახლებამდე წყალი. წინა დღეებში უფრო აქტიურად მუშაობდნენ, ახლა ცოტა შეანელეს მუშაობა. იმედი გვაქვს კიდევ დიდხანს არ მოგვიწევს უწყლოდ ყოფნა და ისე მოიყვანენ წყალს, რომ მოსახლეობა დააკმაყოფილონ“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები