ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

უხვმა ნალექმა ბათუმში ქუჩები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო​ები დატბორა

ბათუმში ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლის ეზო და კომერციული ფართი დატბორა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა. „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის, ალექსანდრე მჟავანაძის განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება ხორციელდება.

უხვმა ნალექმა ბათუმში ქუჩები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო​ები დატბორა
უხვმა ნალექმა ბათუმში ქუჩები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო​ები დატბორარუსთავი 2

ბათუმში, ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა დატბორა ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც. შეფერხებით მოძრაობდა ტრანსპორტი აღმაშენებლის, კობალაძის და ბაგრატიონის ქუჩებზე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ეტაპობრივად ყველა ლოკაციაზე ხორციელდება. უწყვეტად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებიც.

"სანიაღვრე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. ასევე, ქალაქის სანიაღვრე ქსელი მუშაობს და გამტარუნარიანია, თუმცა სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა შექმნა რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები, დატბორილია ქუჩები და რამდენიმე კომერციულ ფართში შევიდა წყალი. დაახლოებით, 20-მდე სპეცტექნიკა მუშაობს, როგორც ზღვაში შემსვლელი არხები იწმინდება სპეციალური ექსკავატორებით, ასევე ქალაქის მასშტაბით მუშაობს ამოსატუმბი მანქანები. დაახლოებით, ამ ეტაპისთვის შემოსულია 30-მდე ზარი ცხელ ხაზზე და ყველა ამ ზარზე მიმდინარეობს რეაგირება", - განაცხადა "ბათუმის წყლის" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანიაღვრე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. ასევე, ქალაქის სანიაღვრე ქსელი მუშაობს და გამტარუნარიანია, თუმცა სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა შექმნა რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები, დატბორილია ქუჩები და რამდენიმე კომერციულ ფართში შევიდა წყალი. დაახლოებით, 20-მდე სპეცტექნიკა მუშაობს, როგორც ზღვაში შემსვლელი არხები იწმინდება სპეციალური ექსკავატორებით, ასევე ქალაქის მასშტაბით მუშაობს ამოსატუმბი მანქანები. დაახლოებით, ამ ეტაპისთვის შემოსულია 30-მდე ზარი ცხელ ხაზზე და ყველა ამ ზარზე მიმდინარეობს რეაგირება“
ალექსანდრე მჟავანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.