დავით მათიკაშვილი: ძალადობის სრული დემონსტრირებით, არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ 2012 წლამდე მოახდინა „იმედის“ ფაქტობრივი ოკუპაცია - ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბოლო ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონდა ტირანიას
დეპუტატი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისმა რეჟიმმა ტელეკომპანია „იმედი“ არა რამდენიმე დღით, როგორც თავად ამტკიცებს, არამედ 2012 წლამდე ძალადობით დაიკავა.

ძალადობის სრული დემონსტრირებით, არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ 2012 წლამდე არსებულ პერიოდამდე მოახდინა ამ ტელევიზიის ფაქტობრივი ოკუპაცია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
მან 2007 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი, პირველად არ მოუსმენია საზოგადოებას.
„ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა სპეცსამსახურების მეშვეობით, ძალადობით, ცემით, როგორ აიღო ხელში ტელევიზია „იმედის“ შენობა, დახურა იმ დროს მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მაუწყებლობა, როგორ შეეცადა საზოგადოებაში თავისუფალი აზრის საბოლოოდ ჩახშობას და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ ედგა ბადრი პატარკაციშვილის შექმნილი „იმედის“ ტელევიზია. ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბოლო ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონდა ტირანიას. ხელს უშლიდა მას საკუთარი ინტერესის განხორციელებაში, ამიტომაც ძალადობის სრული დემონსტრირებით, არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ მთელი 2012 წლამდე არსებულ პერიოდამდე მოახდინა, ამ ტელევიზიის ფაქტობრივი ოკუპაცია.
სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი, პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას. ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის ძალადობა, რომელიც მან დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ გამოიყენა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და წერს: „სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა სპეცსამსახურების მეშვეობით, ძალადობით, ცემით, როგორ აიღო ხელში ტელევიზია „იმედის“ შენობა, დახურა იმ დროს მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მაუწყებლობა, როგორ შეეცადა საზოგადოებაში თავისუფალი აზრის საბოლოოდ ჩახშობას და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ ედგა ბადრი პატარკაციშვილის შექმნილი „იმედის“ ტელევიზია. ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბოლო ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონდა ტირანიას. ხელს უშლიდა მას საკუთარი ინტერესის განხორციელებაში, ამიტომაც ძალადობის სრული დემონსტრირებით, არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ მთელი 2012 წლამდე არსებულ პერიოდამდე მოახდინა, ამ ტელევიზიის ფაქტობრივი ოკუპაცია. სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი, პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას. ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის ძალადობა, რომელიც მან დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ გამოიყენა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…